სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო
სინჯავთ 15 წლის ბიჭს, რომელიც უჩივის ქრონიკულ პერსისტენტულ თავის ტკივილს. საყურადღებოა ასევე შარდის წუთმოცულობის გაზრდა და პოლიდიფსია. „HR“ 120’,“BP“ 110/60, ნატრიუმი 160 მექ/ლ. დიაგნოსტიკაში გეხმარებათ ჩამოთვლილთაგან ყველა, გარდა:
12 წლის ბიჭს მარათონის ფინალურ ეტაპზე განუვითარდა სინკოპე, რის გამოც მოიყვანეს ემერჯენსში. შოკის დარბაზში შეყვანისთანავე განუვითარდა ტონურ-კლონური გენერალიზებული გულყრა. გლუკომეტრით პლაზმის გლუკოზის დონეა 28 მგ/დლ. თანმხლები მეგობრის გადმოცემით, რომელიც ასევე მონაწილეობას იღებდა მარათონში, ჩვენს პაციენტს არ უსაუზმია და იღებდა დიდი რაოდენობით წყალს. ვიტალური ნიშნებიდან „BP“ 100/58,“HR„140,“RR“ 24,“T“38.5C,“ სატურაცია 99% ოთახის ჰაერზე ექთანმა სწრაფად ჩადგა პერიფერიული ინტრავენური კათეტერი. თქვენ უნდა დაუნიშნოთ:
დედამ მოგიყვანათ 13 წლის გოგონა თავის ტკივილის გამო, რომელსაც ბოლო 1 თვეა დარღვეული აქვს ძილის რეჟიმი. დედის აზრით მას აქვს ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ჰიპერაქტიულია და არ შეუძლია ფოკუსირება საშინაო დავალების შესრულების დროს. გამოკითხვით დაადგინეთ, რომ რამოდენიმე კვირის წინ ქონდა დიარეაც. დედის ანამნეზში ფიგურირებს შაკიკი. პაციენტის ვიტალური ნიშნებია:“BP“ 165/100,“HR“ 145’,“RR“ 30’, „T„38.5 “C” დასატურაცია 100% ოთახის ჰაერზე. გასინჯვისას თქვენ ასევე შეამჩნიეთ ასევე პროპტოზი ანუ ეგზოფთალმი. ჩამოთვლილთაგან რომელ მედიკამენტს დანიშნავთ პირველ რიგში:
ემერჯენსში შემოვიდა 16 წლის გოგონა ძირითადი ჩივილით თავის ტკივილზე. შემდგომი გამოკითხვით გამოვლინდა, რომ უკანასკნელი 4 თვეა შეწყვეტილია მენსტრუალური ციკლი და აქვს გამონადენი ორივე მკერდიდან. ფიზიკალური მონაცემები: „Tanner“-ის შკალით - მე-5 სტადია, ნორმალური ვიტალური ნიშნები. ჩამოთვლილთაგან რომელი ტესტი უნდა ჩატარდეს პირველ რიგში ემერჯენსში:
ემერჯენსში სასწრაფოდ შემოიყვანეს 8 წლის ბიჭი, რომელსაც მოსაცდელ დარბაზში განუვითარდა გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა. ანამნეზიდან ირკვევა, რომ ბავშვი იმყოფება ანტიბიოტიკოთერაპიაზე პნევმონიის გამო და თავს კარგად გრძნობდა დღეს დილამდე. დილის საათებიდან გამოიხატა აგზნებადობა და კონფუზია. სხვა დაავადება ანამნეზში არ ფიგურირებს. 0.1 მგ/კგ ლორაზეპამის პირველი დოზის ფონზე გულყრა გრძელდება).არტერიული სისხლის გაზების ანალიზი გვიჩვენებს: „pH“ 7.38,“Na“ 118 mEq/L,”K” 4.2“mEq/L“, „HCO 22mEq/L“, იონიზირებული“Ca 4.4.mg/dl’’, გლუკოზა „185mg/dl„. ჩამოთვლილთაგან რომელია პირველი რიგის გადაუდებელი ჩარევა:
თქვენ სინჯავთ 16 წლის ვაჟს, რომელსაც ანამნეზში აქვს შარდკენჭოვანი დაავადება. ამჟამად მოგმართათ რეკურენტული აბდომინალური ტკივილის და პროქსიმალური კუნთების სისუსტის გამო. ამბობს, რომ აქვს ასევე კრთომები. გასინჯვით ყურადღებას იპყრობს ჰიპერრეფლექსია და ენის კუნთების ფასციკულაციები.“BP 110/65“,“HR 140’’, „RR 20’’, „T37.4C“,სატურაცია 100% ოთახის ჰაერზე. ლორწოვანი გარსები მშრალია. წინასწარი ლაბორატორიული კვლევებით ალბუმინი ნორმაშია, მაგრამ ეკგ-ზე ვლინდება ხანმოკლე“QT“ ინტერვალი. პაციენტის შემდგომ მართვას შეესაბამება ჩამოთვლილთაგან ყველა, გარდა:
16 წლის გოგონა მოიყვანა დედამ მომატებული ძილიანობის გამო. მისი გადმოცემით გოგონას დარღვეული აქვს მენსტრუალური ციკლი, ხშირად უჩივის მუცლის ტკივილს და დიარეას.ამ პერიოდის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მიმართა სხვადასხვა ექიმს. ფიზიკალური გასინჯვით „ცუდად“ გამოიყურება, ლეთარგიულია, იღლიის ფოსოებში და ბოქვენზე თმიანობა არანორმალურად არის გამოხატული. თვალშისაცემია ბრონზესფერი კანი.“HR 140“,“BP 100/55“,“RR 22“,“T38.5C”,სატურაცია 100% ოთახის ჰაერზე. რას აკეთებთ ფიზიოლოგიური ხსნარის ბოლუსის შემდეგ:
ემერჯენსში დედამ მოიყვანა 2 წლის გოგონა მძიმე ყაბზობის გამო. ბავშვი ასაკთან შედარებით პატარა შესახედაობისაა. წონისა და სიმაღლის მრუდებზე მისი პარამეტრები მე-5 პერცენტილზეა. აქვს ძალიან თხელი თმა და დიფუზურად მშრალი კანი. ვიტალური ნიშნებია:“HR 62“,“BP 78/45“,“RR 22“,სატურაცია 100% ოთახის ჰაერზე და”T 36.2 C”. ჩამოთვლილთაგან რომელი გამოკვლევაა ყველაზე სარწმუნო ბავშვის მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის გამოსავლენად:
შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ახალახან ემიგრირებული ოჯახიდან დედამ ემერჯენსში მოიყვანა 2 წლის ბიჭი ვარდნის გამო. ბავშვს ტკივა ქვედა კიდურის ზედა მედიალური მიდამო და არ დგება ფეხზე. რადიოგრაფიულად ვლინდება დიდი წვივის ძვლის დისტალური „მწვანე ყლორტის“ მოტეხილობა რადიოლოგი ყურადღბას გიმახვილეთ დისტალური წვივის ორმაგ ეპიფიზზე. თქვენ კი ამჩნევთ, რომ ბავშვი ასაკთან შედარებით პატარაა, გამოხატული აქვს შუბლის ბორცვები და გამრუდებული ქვედა კიდურები. ჩამოთვლილთაგან ყველა ლაბოლატორიული მონაცემი შეესაბამება ბავშვის მდგომარეობას, გარდა:
6 დღის ვაჟი მოიყვანეს ემერჯენსში სახის კუნთების კრთომების გამო. ბავშვი დაბადებულია დღენაკლი, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული დედის ორსულობის მე-8 თვეზე. ბინაზე საკვებს ნორმალურად ღებულობდა და თავს კარგად გრძნობდა. გასინჯვისას თქვენ ამჩნევთ სახის კუნთების კრთომის მრავლობით ეპიზოდს და ჰიპერრეფლექსიას. მოგვიანებით ახალშობილს უვითარდება მარცხენა თვალის დევიაცია და კუნთთა ტონუსის მომატება. დგას პერიფერიული ვენა0.1მგ/კგ ლორაზეპამის ინექციის შემდგომ სიმპტომატიკა რჩება უცვლელი. ეკგ-ზე”QT“სეგმენტი გახანგრძლივებულია (490 ). თქვენი სასწრაფო ქმედებაა:
14 წლის გოგონა შემოვიდა ემერჯენსში 1 თვის განმავლობაში პერიოდული პალპიტაციის, ოფლიანობისა და თავის ტკივილის ეპიზოდების გამო. ახალახანს დაუსვეს ესენციური ჰიპერტენზიის დიაგნოზი. მას ასევე ჰქონდა არასპეციფიკური აბდომინური ტკივილი. თქვენი კლინიკური ეჭვის გასამყარებლად მოითხოვეთ შარდის საერთო ანალიზი. ჩამოთვლილითაგან აირჩიეთ პასუხი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება არტერიული ჰიპერტენზიის მართვას:
ემერჯენსში შემოვიდა 15 წლის გოგონა მუცლის მარცხენა ქვედა კვადრატის ძლიერი ტკივილის ერთდღიანი ანამნეზით. ამბობს, რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში ქონდა მსუბუქი დისკომფორტი და დღეს ტკივილის ინტენსივობამ მკვეთრად მოიმატა, დაერთო ვაგინალური სისხლდენა, რასაც მენზესად თვლის. უკანასკნელი მენსტრუალური პერიოდი 3 თვის წინ ქონდ. გასინჯვით”HR 140”,”BP 85/50”, მუცლის მარცხენა ქვედა ნახევარი მკვეთრად მტკივნეულია და დაჭიმული. ჩამოთვლილთაგან რომელია თქვენი მართვის პირველი საფეხური:
დედამ ემერჯენსში მოიყვანა 2 კვირის ახალშობილი გოგონა ძირითადი ჩივილით ვაგინალურ სისხლდენაზე. ამბობს, რომ 2 საფენზე შეამჩნია მცირე რაოდენობით ალისფერი სისხლი. ბავშვი აფებრილურია, კარგად იკვებება, რეგულარული დეფეკაციით და შარდის ნორმალური გამოყოფით. დათვალიერებით გარეთა სასქესო ორგანოები პათოლოგიის გარეშეა, მხოლოდ ვულვაზე ჩანს მცირე რაოდენობით სისხლის კვალი. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველზე შესაბამისი მკურნალობა:
თქვენი პაციენტია 17 წლის გოგონა . ეჭვი გაქვთ გაურთულებელ მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებით დაავადებაზე. პაციენტი ცუდად არ გამოიყურება, არ აღენიშნება ტუბო-ოვარიალური აბსცესის ნიშნები და არ არის ორსულად. ჩამოთვლილთაგან რომელია მკურნალობის საუკეთესო სქემა:
ანამნეზურად ჯანმრთელი 6 წლის გოგონა შემოვიდა ემერჯენსში 3 დღიანი პერიოდული ტკივილებით მარცხენა ფერდის არეში, ღებინებით და 1 დღიანი ცხელებით. შემოსვლისას“T“ 39.5”C“ , აქვს მსუბუქი დისკომფორტი, კარგად ჰიდრატირებულია, მუცელი რბილია შარდის ანალიზით ვლინდება მხოლოდ ზომიერი რაოდენობით სისხლი, მიკროსკოპიით 10-20 ერითროციტი და 0-5 ლეიკოციტი მხედველობის არეში. ჩამოთვლილთაგან რომელი რადიოგრაფიული კვლევაა ყველაზე მეტად შესაბამისი დიაგნოსტიკისათვის:
ანამნეზურად ჯანმრთელი 6 წლის გოგონა შემოვიდა ემერჯენსში 3 დღიანი პერიოდული ტკივილებით მარცხენა ფერდის არეში, ღებინებით და 1 დღიანი ცხელებით. შემოსვლისას“T 39.5C“ , აქვს მსუბუქი დისკომფორტი, კარგად ჰიდრატირებულია, მუცელი რბილია,შარდის ანალიზით ვლინდება მხოლოდ ზომიერი რაოდენობით სისხლი, მიკროსკოპიით 10-20 ერითროციტი და 0-5 ლეიკოციტი მხედველობის არეში.ჩამოთვლილთაგან რომელია მკურნალობის საუკეთესო სქემა:
ემერჯენსში მოგიყვანეს ერთი წლის გოგონა, რომლის ძირითადი ჩივილია ჭირვეულობა შარდვის დროს . ექთანი ტექნიკურად ვერ ახერხებს კათეტერიზაციას. ხედავთ შემდეგ სურათს: მშობლები ითხოვენ მკურნალობის დაწყებას. მართვის რომელი მეთოდია რეკომენდებული:
ემერჯენსში მოიყვანეს 5 წლის აფრო-ამერიკელი გოგონა, რადგანაც დედამ საცვალზე შენიშნა სისხლი. შეშფოთებულ მშობლებს აინტერესებთ არის თუ არა ეს მისი პირველი მენსტრუალური სისხლდენა).გასინჯვით პაციენტი ტანერის პირველ სტადიაზეა. თქვენ ხედავთ, რომ გარეთა სასქესო ორგანოებს ფარავს წითელი, რბილი, ბეჭდისებური, დონატის ფორმის მასა, არ ფიქრობთ ძალადობაზე. ჩამოთვლილთაგან რომელია მკურნალობის საუკეთესო არჩევანი:
ემერჯენსში მოიყვანეს 3 წლის გოგონა საშოდან სუნის არსებობის გამო. თქვენ ეჭვი არ გაქვთ სექსუალურ ძალადობაზე. გასინჯვისას აღენიშნება მკვეთრი არასასიამოვნო სუნი და უმნიშვნელო გამონადენი საშოდან. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე მეტად შესაბამისი დიაგნოსტიკური ინტერვენცია:
თქვენ სინჯავთ 2 წლის გოგონას 3 დღიანი ცხელების, მუცლის ტკივილისა და სისხლიანი დიარეის ანამნეზით. მშობლების გადმოცემით გოგონას ასევე აქვს ყვითელი ფერის მცირე რაოდენობით სისხლის შემცველი ვაგინალური გამონადენი. მუცელი რბილია, უმტკივნეულო. ვულვის ლორწოვანი მკვეთრად ანთებითი, ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე შესაბამისი ჩარევა: