QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო

734 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

221

ემერჯენსში შემოვიდა 13 წლის გოგონა პერიოდული მუცლის ტკივილის ერთწლიანი ანამნეზით, რაც ზოგჯერ ასოცირებულია გულირევასა და პირღებინებასთან. გოგონა პრემენარქეა. დედას მენარქე 12 წლის ასაკში დაეწყო. გასინჯვისას მწვავე მუცლის კლინიკა არ ვლინდება. ტანერით აფასებთ მე-4 სტადიას. ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზია:

222

ემერჯენსში მოიყვანეს 3 წლის ბიჭი, რომელსაც გადაესხა ადუღებული წყალი.“ABC“ -ის მხრივ სტაბილურია. აღენიშნება სხეულის ზედაპირის 7%- ის დამწვრობა მუცლის ქვედა ნაწილის, საზარდულის, პენისისა და სკროტუმის არეში. ექთანმა მოახდინა პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია. რა არის მართვის შემგომი საფეხური:

223

ემერჯენსში მოიყვანეს 18 დღის ახალშობილი გოგონა ღებინებით. დაბადებულია ოსულობის 39-ე კვირაზე გაურთულებელი პრე და პოსტნატალური ანამნეზით. მშობლების გადმოცემით კვირის განმავლობაში ბავშვი იყო მოუსვენარი, აღებინებდა სისხლისა და ნაღვლის მინარევების გარეშე. დაბადების წონაა 3200გრ, დღეისათვის იწონის 3000 გრამს.“HR”- 190წთ“, მუცელი რბილია, უმტკივნეულო, კაპილარული ავსება გახანგრძლივებულია, კლიტორი გადიდებულია და ლაბიალური ნაკეცები შერწყმულია. რომელ სადიაგნოსტიკო კვლევას ჩაატარებდით ბოლუსური ინფუზიის შემდგომ :

224

ემერჯენსში მოიყვანეს 18 დღის ახალშობილი გოგონა ღებინებით. დაბადებულია ოსულობის 39-ე კვირაზე გაურთულებელი პრე და პოსტნატალური ანამნეზით. მშობლების გადმოცემით კვირის განმავლობაში ბავშვი იყო მოუსვენარი, აღებინებდა სისხლისა და ნაღვლის მინარევების გარეშე. დაბადების წონაა 3200გრ, დღეისათვის იწონის 3000 გრამს.“HR 190“, მუცელი რბილია, უმტკივნეულო, კაპილარული ავსება გახანგრძლივებულია, კლიტორი გადიდებულია და ლაბიალური ნაკეცები შერწყმულია, ჩამოთვლილთაგან რომელი ანალიზი არის ყველზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ამ პაციენტის მართვის გადაუდებელ ეტაპზე:

225

თქვენი პაციენტია 13 წლის ვაჟი, რომელსაც 4 საათის წინ უეცრად დაეწყო მარცხენა სათესლე ჯირკვლის მწვავე, ძლიერი ტკივილი. ქონდა ასევე გულისრევა და პირღებინება).გასინჯვისას ვლინდება სიარულის გაძნელება. მარცხენა სათესლე ჯირკვალი ძლიერ მგრძნობიარეა და კრემასტერული რეფლექსი გამქრალია. უროლოგი მორიგეობს ბინაზე და თქვენ შეგიძლიათ მისი გამოძახება. ჩამოთვლილთაგან რომელია მართვის ყველაზე მისაღები შემდგომი საფეხური:

226

მოიყვანეს 12 წლის ბიჭი, რომელსაც ბოლო 1 წელია აქვს ტესტიკულური ტკივილის მე-3 ეპიზოდი. სამივე შემთხვევაში ტკივილი მოიცავს მარცხენა სათესლეს, არის ძლიერი, იწყება სწრაფად, მწვავედ და სწრაფადვე განიცდის უკუგანვითრებას. ემერჯენსში შემოსვლისას ვლინდება მარცხენა სათესლის მხოლოდ მინიმალური გადიდება და ზომიერი მტკივნეულობა. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:

227

შერეული ეთნიკური ოჯახიდან დღემდე ჯანმრთელი 4 წლის ბიჭი მოიყვანეს 3 საათის წინ დაწყებული ძლიერ მტკივნეული რიგიდული ერექციის გამო. ანამნეზში ტრავმა არ ფიგურირებს. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო გამომწვევი მიზეზი:

228

შერეული ეთნიკური ოჯახიდან დღემდე ჯანმრთელი 4 წლის ბიჭი მოიყვანეს 3 საათის წინ დაწყებული ძლიერ მტკივნეული რიგიდული ერექციის გამო. ანამნეზში ტრავმა არ ფიგურირებს. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე შესაბამისი მართვა ემერჯენსში:

229

მშობლებმა 4 წლის ბავშვი მოიყვანეს ემერჯენსში და ითხოვენ ცირკუმციზიას, რადგანაც ვერ ახერხებენ ჩუჩის გადაწევას და ბანაობის დროს ასოს გასუფთავებას. პაციენტს არ აქვს დიზურიული მოვლენები, შარდვის გახშირება ან გაძნელება. გასინჯვით არ ვლინდება ერითემა და შეშუპება, გამონადენი და გამონაყარი. სკროტუმიც ნორმალურია. ჩუჩის რეტრაქციის მცდელობისას თქვენ თვალი მოკარით მხოლოდ ასოს თავს და ნორმალურ შესავალს (meatus), ჩუჩის მეტად გადწევას ვეღარ ახერხებთ. ჩამოთვლილთაგან რომელი ქმედებაა სწორი, თუ მკურნალობის ჩატარებას ითხოვს მშობელი:

230

ემერჯენსში შემოვიდა 14 წლის გოგონა პერსისტენტული მენზესით 12 დღის განმავლობაში. იგი დღეში იცვლის 5 ჰიგიენურ საფენს. ანამნეზში საყურადღებოა არარეგულარული მენზესი. ჩამოთვლილთაგან რომელია სისხლდენის ყველაზე მეტად სავარაუდო ეთიოლოგიური ფაქტორი:

231

ემერჯენსში შემოვიდა 14 წლის გოგონა პერსისტნტული მენზესით 12 დღის განმავლობაში. იგი დღეში იცვლის 5 ჰიგიენურ საფენს. ანამნეზში საყურადღებოა არარეგულარული მენზესი.“HR 115“,“BP 110/65“ , გოგონა ფერმკრთალია. თქვენ გადაამოწმეთ ჰემოგლობინი- 8.5 გ/დლ. შარდის ტესტი ორსულობაზე უარყოფითია, ჩამოთვლილთაგან მკურნალობის რომელია ყველაზე მეტად შესაბამისი მკურნალობის სქემა:

232

ემერჯენსში მოყვანილია 4 წლის გოგონა რომელსაც აღენიშნება დიზურიული მოვლენები და ქავილი ანუსის არეში. ბავშვი აფებრილურია, სხვა ჩივილი არ აქვს, გარდა ღამის მოუსვენრობისა. გასინჯვით ვლინდება მცირე პერიანალური ერითემა. შარდის ანალიზში პათოლოგიური ცვლილებები არ არის. რომელია ყველაზე საუკეთესო მკურნალობა:

233

ემერჯენსში შემოვიდა 12 წლის ბიჭი მარჯვენა სათესლე პარკის (სკროტუმის) შეშუპებით. ტკივილს არ უჩივის და ეს სიმპტომი უკვე რამოდენიმე თვეა აქვს. გასინჯვით მარჯვენა სათესლე ჯირკვალი და სკროტუმი რბილია, უმტკივნეულო, ატარებს სინათლის სხივს (ხდება ტრანსილუმინაცია). სურათზე წარმოდგენილია მისი გარეთა სასქესო ორგანოები: ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:

234

ემერჯენსში მოყვანილია 2 წლის ბიჭი ასოს შეშუპებით და მტკივნეულობით. მშობლებმა ბოლო 2 დღეა შეამჩნეს მტკივნეულობა შარდვის დროს და ჩუჩის შეშუპება. გასინჯვით ბავშვი აფებრილურია, ჩუჩის დისტალური ნაწილი ერითემატოზული და შეშუპებული. თქვენ ვერ შეძელით ჩუჩის სრულყოფილი რეტრაქცია, მაგრამ დაინახეთ მცირე რაოდენობით თეთრი ნივთიერება შესავალთან ახლოს. ჩამოთვლილთაგან რომელია ინიციალური მკურნალობის რეჟიმი:

235

არაცირკუმციზირებული 8 თვის ჩვილი მშიბლებმა მოიყვანეს 3 საათის წინ ბანაობის დროს დაწყებული პენისის ტკივილისა და შეშუპების გამო. გასინჯვით მტკივნეულია ასოსა და ჩუჩის ირგვლივი არე. რომელია საუკეთესო ინიციალური მკურნალობა:

236

არაცირკუმციზირებული 8 თვის ჩვილი მშიბლებმა მოიყვანეს 3 საათის წინ ბანაობის დროს დაწყებული პენისის ტკივილისა და შეშუპების გამო. ბავშვი დაუსრულებლად ტირის და თქვენ ვერ ახერხებთ პროცედურის ჩატარებას, ჩამოთვლილთაგან რომელია საკეთესო ანალგეზიური მეთოდი:

237

მოგიყვანეს 3 წლის გოგონა, რომელიც 2 დღის წინ გადმოვარდა საწოლიდან. მშობლები უშუალოდ ტრავმის თვითმხილველები არ არინ. ბავშვი იმ მომენტისთვის ძლიერ ტიროდა, მაგრამ ადვილად დამშვიდდა, რის გამოც არ ჩათვალეს საჭიროდ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება, უკანასნელი 24 საათია აღენიშნება არანაღვლოვანი პერსისტენტული პირღებინება. გასინჯვით მივარდნილია, ტრავმული დაზიანების გარეგნული ნიშნები გამოხატული არ არის. მუცელი მტკივნეულია ეპიგასტრიუმის არეში. არ ვლინდება დაჭიმულობა და ტიმპანიტი. ვიტალური ნიშნებია:“T 370C“,“HR 160“ ,„BP 80/40“,“RR” 26 სატურაცია 100% ოთახის ჰაერზე. ჩამოთვლილთაგან რომელია თქვენი შეფასებისა და მკურნალობის პირველი საფეხური:

238

მოგიყვანეს 3 წლის გოგონა, რომელიც 2 დღის წინ გადმოვარდა საწოლიდან. მშობლები უშუალოდ ტრავმის თვითმხილველები არ არინ. ბავშვი იმ მომენტისთვის ძლიერ ტიროდა, მაგრამ ადვილად დამშვიდდა, რის გამოც არ ჩათვალეს საჭიროდ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება უკანასნელი 24 საათია აღენიშნება არანაღვლოვანი პერსისტენტული პირღებინება. გასინჯვით მივარდნილია, ტრავმული დაზიანების გარეგნული ნიშნები გამოხატული არ არის. მუცელი მტკივნეულია ეპიგასტრიუმის არეში. არ ვლინდება დაჭიმულობა და ტიმპანიტი. ვიტალური ნიშნებია:“T 37C“, „HR 160“,“BP 80/40“,“RR 26“სატურაცია 100% ოთახის ჰაერზე. 1. ლაბორატორიული კვლევებით გამოვლინდა:“Na 134 mEq/L”,”K 5.2 mEq/L“,“Cl 90mEq/L“,“C02 27mEq/L“ „,BUN 12mg/dl,”Cr 0.2 mg/dl“, გლუკოზა 82 „mg/dl”, “ALT 65 IU/L“,“AST 75 IU/L“, ლიპაზა 1500 “IU/L“, ამილაზა“450 IU/L“, ჰემოგლობინი 9 “mg/dl“. ჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოსტიკურ ტესტის ჩატარებას მოითხოვდით:

239

მოყვანილია 16 წლის ბიჭი ავტოკატასროფის შემდგომ. შემოსვლისას ღვიძავს და აგზნებულია, გლაზგოს კომის შკალით ფასდება 11 ქულით. პირველადი დათვალიერებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება, პაციენტი იმობილიზებილია. მეორადი დათვალიერების დროს ამჩნევთ ჩალურჯებებს გულმკერდისა და მუცლის არეში, ასევე მნიშვნელოვან ტკივილს თეძოს ძვლებზე ზეწოლისას. მტკივნეულია ფერდების არეც. პენისის შესავალთან და შორისის მიდამოში სისხლდენა არ ვლინდება. ჩამოთვლილთაგან რომელია მართვის შემდგომი საფეხური:

240

ემერჯენსში მოიყვანეს 6 წლის ბიჭი, რომელიც ჩამოვარდა ველოსიპიტიდან და უჩივის სკროტუმის არეში ტკივილს. გასინჯვით მარცხენა სათესლე პარკზე 2 სმ-ის სიგრძის ჭრილობაა და მის ირგვლივ კანი ჩალურჯებულია. სისხლდენა და სათესლე პარკის შიგთავსის ევისცერაცია, ასევე სათესლე ჯირკვლების ასიმეტრია არ ვლინდება. პალპაციით მარცხენა სათესლე ჯირკვლის ლოკალური დისკომფორტია. ექოსკოპიით ვლინდება მცირე ზომის ინტრატესტიკულური ჰემატომა თეთრი გარსის (tunica albuginea) მთლიანობა დარღვეული არ არის. ჭრილობის ინსპექციით ინტაქტურია დარტოს ფასცია).რომელია მართვის შემდგომი საფეხური:

განმარტებები