სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო
სნოუბორდით სრიალის დროს 16 წლის ბიჭმა საკუთარი მარცხენა იდაყვით დაიზიანა მუცლის მარცხენა ზედა მიდამო. აღენიშნება ამავე მიდამოს ტკივილი, რის გამოც მშობლების მიერ მოყვანილ იქნა ემერჯენსში. ვიტალური ნიშნები:“HR 100“, „BP 110/70“,“R„18,სატურაცია 100% ოთახის ჰაერზე. ჩამოთვლილთაგან რომელია მოცემულ მომენტში ყველაზე შესაბამისი მკურნალობა:
დედამ ემერჯენსში მოიყვანა 3 წლის ბავშვი ჩივილებით მუცლის ტკივილზე. ანამნეზიდან აღსანიშნავია, რომ პაციენტი გუშინ თამაშობდა 12 წლის ძმასთან, რომელმაც მუცელში წიხლი ჩაარტყა დღეს დედამ შეამჩნია ექსკორიაციები ჭიპის ირგვლივ არეში. ბავშვმა არ მიიღო საკვები და ერთხელ აღებინა. გასინჯვისას არაკომფორტულად გრძნობს თავს, აღენიშნება პერიუმბილიკალურად ექსკორიაციები და მტკივნეულობა. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე მეტად შესაბამისი მართვის შემდგომი საფეხური:
12 წლის ბიჭმა ჯიბის დანით თამაშის დროს შემთხვევით მიიღო თვითდაზიანება. თქვენს კლინიკაში შემოვიდა სტაბილურ მდგომარეობაში. ფხიზელია და ინტერაქტიული. ვიტალური ნიშნებია:“HR 80“,“BP 100/75“,“RR 18“. მუცლის მარჯვენა ქვედა არეში აღენიშნება 2 სმ სიგრძის ჭრილობა ნაწლავის შიგთავსის ევისცერაციის და პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნების გარეშე. ვლინდება ლოკალური მტკივნეულობა. რომელია შეფასების შემდგომი საფეხური:
12 წლის ბიჭმა ჯიბის დანით თამაშის დროს მიიღო შემთხვევითი თვითდაზიანება. თქვენს კლინიკაში შემოვიდა სტაბილურ მდგომარეობაში. ფხიზელია და ინტერაქტიული. ვიტალური ნიშნებია:“HR 80“, „BP 100/75“,“RR 18“. მუცლის მარჯვენა ქვედა არეში აღენიშნება 2 სმ სიგრძის ჭრილობა ნაწლავის შიგთავსის ევისცერაციის და პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნების გარეშე. ვლინდება ლოკალური მტკივნეულობა. რომელია შეფასების შემდგომი ჩამოთვლილთაგან მკურნალობის ყველა ტაქტიკა მისაღებია, გარდა:
10 წლის გოგონას ზურგში მოხვდა ცხენის წიხლი. აღენიშნება ჩალურჯება და ტკივილი მარცხენა ფერდის არეში. შარდის ანალიზში ერითროციტურია არ ვლინდება. ჩამოთვლილთაგან რომელია ინტრავენური კათეტერიზაციის შემდგომი საფეხური:
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ მოყვანილია 8 წლის გოგონა.კტ კვლევით ვლინდება თირკმლის მარცხენა არტერიის დაზიანება ჰემოპერიტონეუმით. კვლევის ჩატარების შემდგომ ბავშვის ვიტალური ნიშნები გაუარესდა, შეიცვალა ცნობიერება, მტკივნეულ სტიმულაციაზე მხოლოდ კვნესის.“HR 150“,“BP 70/30“, „RR 10“,სატურაცია 89% ოთახის ჰაერზე. მკურნალობის შემდგომი საფეხურია:
7 წლის ბიჭი 2 დღის წინ გადმოვარდა სკუტერიდან. დედა დაცემის მომენტს არ შესწრებია, ამბობს, რომ ბავშვს ტრავმის შემდგომ აქვს პერსისტენტული და მზარდი ტკივილი მუცლის არეში. ასევე აღწერს ტკივილს მარცხენა მხარში, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება ღამით, როცა ბავშვი ცდილობს დაძინებას, მოძრაობა მხრის სახსარში უმტკივნეულო. ვიტალური ნიშნებია:“HR 157“,“BP 90/30“,“RR 30“, სატურაცია95% ოთახის ჰაერზე. ბავშვი მტკივნეულ გაღიზიანებაზე კვნესის და მივარდნილი. მკურნალობის შემდგომი საფეხურია:
7 წლის ბიჭი 2 დღის წინ გადმოვარდა სკუტერიდან. დედა დაცემის მომენტს არ შესწრებია იგი ამბობს, რომ ბავშვს ტრავმის შემდგომ აქვს პერსისტენტული და მზარდი ტკივილი მუცლის არეში. ასევე აღწერს ტკივილს მარცხენა მხარში, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება ღამით, როცა ბავშვი ცდილობს დაძინებას, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა მხრის სახსარში უმტკივნეულოა ვიტალური ნიშნებია: „HR 157“,“BP 90/30“, „RR 30“, სატურაცია 95% ოთახის ჰაერზე. ბავშვი მტკივნეულ გაღიზიანებაზე კვნესის და მივარდნილია. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე საუკეთესო დიაგნოსტიკური ტესტი:
თქვენი პაციენტია თინეიჯერი ბიჭი, რომელიც მოტოციკლის მართვის დროს მოჰყვა ავარიაში. რექტალური გასინჯვით გამოვლინდა რბილი პროსტატა მაღალი დგომით. ჩამოთვლილთაგან რომელია პირველი რიგის ქმედება:
დედა აბაზანაში შევიდა 4 წლის გოგონას ტირილის ხმაზე და შეამჩნია სისხლი მის საცვალზე. ბავშვმა თქვა, რომ დღეს დილით საბავშვო ბაღში დაეცა სპორტულ დარბაზში თამაშის დროს. დედას ეჭვი შეეპარა ძალადობაზე და ბავშვი მოგიყვანათ ემერჯენსში. გასინჯვისას თქვენ ამჩნევთ მარჯვენა დიდ სასირცხვო ბაგეზე 2 სმ სიგრძის ჭრილობას და ირგვლიმდებარე ქსოვილების ეკქიმოზებს. აღენიშნება მცირე სისხლდენა, რომელიც ჩერდება ნაზი ზეწოლის შედეგად. ვაგინის შესავალში სისხლი არ არის. საქალწულე აპკი გლუვია და ბეჭდისებრი, პათოლოგიური გამონაჟონის გარეშე. ჩამოთვლილთაგან რომელია მკურნალობის შემდგომი საფეხური:
2 წლის მგზავრი ავტოავარიის შედეგად გადმოვარდა მანქანიდან. შემთხვევის ადგილზევე დაინტუბირებულია, აქვს ანიზოკორია შემოსვლისას“HR 60“ და“BP 140/90“ სპონტანური სუნთქვა არ არის. მარჯვენა გუგა 7მმ-ია, ხოლო მარცხენა 3 მმ, არცერთი გუგა არ რეაგირებს სინათლეზე. ნეიროქირურგი უკვე ემერჯენსშია და გეგმავს დაუყოვნებელ ინტრაკრანიალურ დეკომპრესიას. ზოგადი ქირურგი აყენებს ცენტრალურ ვენას და ამავდროულად თქვენ გთხოვთ დიაგნოსტიკური პერიტონეალური ლავაჟის (DPL) გაკეთებას. ჩამოთვლილთაგან რომელი ჩარევაა მართებული“DPL“-ის ჩატარებამდე:
2 წლის მგზავრი ავტოავარიის შედეგად გადმოვარდა მანქანიდან. შემთხვევის ადგილზევე დაინტუბირებულია, აქვს ანიზოკორია)შემოსვლისას“HR 60“ და“BP 140/90“, სპონტანური სუნთქვა არ არის. მარჯვენა გუგა 7მმ-ია, ხოლო მარცხენა 3 მმ, არცერთი გუგა არ რეაგირებს სინათლეზე. ნეიროქირურგი უკვე ემერჯენსშია და გეგმავს დაუყოვნებელ ინტრაკრანიალურ დეკომპრესიას. ზოგადი ქირურგი აყენებს ცენტრალურ ვენას და ამავდროულად გთხოვთ დიაგნოსტიკური პერიტონეალური ლავაჟის (DPL) გაკეთებას. თქვენ ჯერ მოახდინეთ ნაზოგასტრალური ზონდირება და შარდის ბუშტის კათეტერიზაცია. „DPL’ კათეტერის ჩადგმისას არ მიგიღიათ სისხლი და ნაღვლოვანი მასები. დრენაჟული სითხე გაიგზავნა ლაბორატორიაში. ჩამოთვლილთაგან რომელია დიაგნოსტიკური ლავაჟის ზღვრული (ყველაზე დაბალი) დადებითი მაჩვენებელი:
ავტოავარიის შემდეგ პარამედიკებმა ემერჯენსში მოიყვანეს 8 წლის გოგონა. მანქანა გადაბრუნდა მძღოლის მხარეს, ასცდა სავალ ნაწილს და სახურავით დაგორდა ქვემოთ სანაპიროსკენ. პაციენტი იჯდა მძღოლის უკანა სავარძელში შეკრული უსაფრთხოების ღვედით. შემოსვლილსას იმობილიზებულია, ღვიძავს და უჩივის მუცლის ტკივილს. ვიტალური ნიშნებია: „HR 140“,“BP 90/55“,“RR 24“სატურაცია, 99% ოთახის ჰაერზე და“T 36.5C“. დაწყებული ინტრავენური სითხეები. მუცლის ზედა ნაწილში ჩანს ღვედის კონტურის ფორმის ექსკორიციები. მეორადი გასინჯვით მუცელი მტკივნეულია, ნევროლოგიური სტატუსი ნორმაშია. ჩამოთვლილთაგან ყველა წარმოადგენს სავარაუდო ასოცირებულ დაზიანებას, გარდა:
ავტოავარიის შემდეგ პარამედიკებმა ემერჯენსში მოიყვანეს 8 წლის გოგონა. მანქანა გადაბრუნდა მძღოლის მხარეს, ასცდა სავალ ნაწილს და სახურავით დაგორდა ქვემოთ სანაპიროსკენ. პაციენტი იჯდა მძღოლის უკანა სავარძელში შეკრული უსაფრთხოების ღვედით. შემოსვლილსას იმობილიზებულია, ღვიძავს და უჩივის მუცლის ტკივილს. ვიტალური ნიშნებია:“HR 140“, „BP 90/55“, „RR 24“სატურაცია, 99% ოთახის ჰაერზე და“T 36.5C“. დაწყებული ინტრავენური სითხეები. მუცლის ზედა ნაწილში ჩანს ღვედის კონტურის ფორმის ექსკორიციები. მეორადი გასინჯვით მუცელი მტკივნეულია, ნევროლოგიური სტატუსი შემოსვლისას ნორმაშია, თუმცა მალევე ხდება მეტად ლეთარგიული და ტაქიკარდიული. გადასხმულია 20 მლ/კგ-ზე ფიზიოლოგიური ხსნარის 2 ბოლუსი და 2 ერთეული ერითმასა“HR“ რჩება 135,“BP 70/50“. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე მეტად შესაბამისი ქმედება ამ ეტაპზე:
ავტოავარიის შემდგომ მოგიყვანეს 6 წლის გოგონა, რომელიც შეჯახების დროს იჯდა მძღოლის უკანა სავარძელში და ეკეთა უსაფრთხოების ღვედი. შემოსვლისას საუბრობს და ადეკვატურად ასრულებს ბრძანებებს. უჩივის ზურგის ტკივილს. ვიტალური ნიშნებია“HR 110“, „BP 108/75“,“RR 24“, „pOx 99“ ოთახის ჰაერზე. მუცელი რბილია, ქვედა კიდურებში მგრძნობელობა, კუნთოვანი ტონუსი, ძალა, მოძრაობა და რეფლექსები ნორმალურია. კტ-ზე ხედავთ შემდეგ სურათს: სხვა რაიმე დაზიანება არ გამოვლენილა. ჩამოთვლილთაგან რომელია შესაბამისი მკურნალობა:
ემერჯენსში შემოვიდა 8 წლის ბიჭი მუცლის ტკივილისა და ღებინების გამო. დედის გადმოცემით 6 დღის წინ ბავშვი გადმოვარდა ველოსიპეტიდან, 1 დღე ქონდა ზომიერი მუცლის ტკივილი, რაც ალაგდა თავისით. ბოლო 2 დღეა გამოიხატა ტკივილი და პირღებინება, ვერ ირგებს სითხეს. გასინჯვით ეპიგასტრიუმის არეში ვლინდება ზომიერი მტკივნეულობა. სხვა რაიმე პათოლოგია არ იპყრობს ყურადღებას. ჩამოთვლილთაგან რომელი ჩარევაა მართებული ამ ეტაპზე:
ემერჯენსში მოგიყვანეს 2 წლის ბიჭი ტაქტილური ცხელებისა და ხველის 3 დღიანი ანამნეზით. კონტაქტს რაიმე დაავადებასთან უარყოფენ. ფილტვის რეაქტიული დაავადების ანამნეზი უარყოფითია. ოჯახური ანამნეზიდან საყურადღებოა ასთმა. გასინჯვით“T 38.9 C“, „HR 144“,“RR 44“,“BP 120/78“,სატურაცია 94% ოთახის ჰაერზე. ფსიქო-მოტორული განვითარება ასაკის შესაბამისია, ვლინდება ზომიერი რესპირატორული დისტრესი, ხველა სუპრაკლავიკულარული რეტრაქციები, აუსკულტაციით ბილატერალურად შესუსტებული სუნთქვა) თქვენი დიაგნოზია ბრონქული ასთმის ხველის ვარიანტი. ნებულაიზეროთერაპია ჩატარდა ალბუტეროლით 3- ჯერ და პაციენტის მდგომარეობა დარჩა უცვლელი. ჩამოთვლილთაგან რომელია მართვის შემდგომი საფეხური:
თქვენი პაციენტია 2 წლის ბიჭი, რომელსაც ახველებს და სავარაუდოდ გადაყლაპული აქვს მონეტა. მისი რენტგენის სურათზე მონეტა მდებარეობს საყლაპავის პირველ შევიწროვებაში. რა არის მართვის შემდგომი საფეხური:
თქვენი პაციენტია 3 წლის ბიჭი, რომელსაც 4 დღეა შეშუპებული აქვს სკროტუმი და უჭირს სიარული. არ აღნიშნება ცხელება, ღებინება, დიარეა და ზედა სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომატიკა.უჩივის უმადობას და არასპეციფიკურ ტკივილს მუცლის არეში. ვიტალური ნიშნებია:“T 37oC“, „HR 120“, „RR24“, „BP118/67“. აბდომინური გამოკვლევა გაძნელებულია აგზებისა და ტირილის გამო. სკროტუმი ორმხივ შეშუპებულია, სათესლე პარკი ტრანსილუმინირდება (ატარებს სინათლის სხივს). ქვედა კიდურებზე სახსრების შეშუპება, ერითემა ან ტემპერატურის სხვაობა არ შეინიშნება. პაციენტს ფეხზე დგომისა და გადაადგილების სურვილი არ აქვს. რას გააკეთებთ შემდეგ ეტაპზე:
ემერჯენსში მშობლებმა მოიყვანეს 12 დღის გოგონა, რომელსაც 2 დღეა ამჩნევენ თეთრი ფერის ვაგინალურ გამონადენს. ცხელება, ღებინება, დიარეა და ჭირვეულობა არ ვლინდება) ბუნებრივ კვებაზეა, 2 საათში ერთხელ წოვს ძუძუს და დეფეკაცია აქვს ყოველი კვების შემდეგ. გასინჯვით კარგი განვითარების ბავშვია, გენიტალიები ნორმალურია, აღენიშნება მხოლოდ თეთრი ფერის გამონადენი. პაციენტის მართვა მოიცავს: