QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო

734 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

661

გულმკერდის ტრამვისას, დიფერენციალური ნიშანი ბავშვებსა და მოზრდილებს შორის მოიცავს ყველას გარდა:

662

3 წლის გოგონა დანით ჭრიდა საჭმელს, რომლის დროსაც შემთხვევით დაიზიანა თვალი. მშობლებმა მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. შესაფასებლად ძნელია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მის მარცხენა გუგას აქვს ცრემლის ფორმა. ჩამოთვლილთაგან, რომელია სწორი მენეჯმენტი?

663

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 9 წლის გოგონა 2 სმ ჭრილობით კეფის არეში. თქვენ განსაზღვრეთ, რომ პაციენტს სჭირდება მარტივი ჩარევა. მისი იმუნიზაცია სრულყოფილია, ის წუხს, რადგან მას უნდა ნაწნავიდან მოჭრათ თმის მცირე ნაწილი. ის ხვალ მიემგზავრება მშობლებთან ერთად აფრიკაში. რომელია პაციენტისთვის საჭიროა და აუცილებელი ჩარევა ?

664

10 წლის ბიჭი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ის გამოიყვანეს ცეცხლმოკიდებული სახლიდან. ლეთარგიულია, მაგრამ იღვიძებს, აქვს მუქი წითელი ლორწოვანი. ცხვირი აქვს დამწვარი და გამოხატულია სტრიდორი. რა არის სწორი ქმედება?

665

6 კვირის გოგონა მოიყვანეს ჩივილით: ღებინება 1-2 კვირაა, გამოხატულია გაუწყლოვნება, ნებისმიერი მცდელობა სითხით დატვირთვის უშედეგოა, ანამნეზში არ არის დიარეა, ცხელება, ან ტრამვა. მუცელი რბილია, მუცლის რადიოგრაფიაზე არის დიდი რაოდენობით გაზები. რა არის შემდგომი ნაბიჯი?

666

8 წლის გოგონას გოლფის თამაშის დროს დაეცა მეხი და გადადგო რამდენიმე მეტრზე. პაციენტს აქვს მცირე ზომის დამწვარი უბანი მარჯვენა და მარცხენა ხელზე, მაგრამ არანაირი სხვა დაზიანება. პულსი არ ისინჯება და გამოხატულია აპნოე. მისი დაზიანება შეიძლება განისაზღვროს, როგორც:

667

8 წლის გოგონას გოლფის თამაშის დროს დაეცა მეხი და გადადგო რამდენიმე მეტრზე. პაციენტს აქვს მცირე ზომის დამწვარი უბანი მარჯვენა და მარცხენა ხელზე, მაგრამ არანაირი სხვა დაზიანება. პულსი არ ისინჯება და გამოხატულია აპნოე. მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს გარდა:

668

12 წლის ბიჭი მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ლეთარგიით და უცნაური ქცევით. გასინჯვისას აღმოჩნდა, რომ აქვს ვენტრიკულური ტაქიკარდია, არასტაბილური ვიტალური ნიშნებით. მისი შარდი ტოქსიკოლოგიურ სკრინინგზე უარყოფითია. პაციენტმა სავარაუდოდ მიიღო:

669

12 წლის ბიჭი მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჩივილით მარცხენამხრივი სათესლე ჯირკვლის ტკივილზე, რომელიც შეამჩნია ამ დილით. ტრამვას არ აღნიშნევენ, მგრძნობირეა პალპაციით მარცხენა სათესლე ჯირკვალი ზედა ლატერალურ მხარეს, აქვე შეიმჩნევა ლურჯი წერტილი. მენეჯმენტი მოიცავს:

670

1 თვის ჯანმრთელი ჩვილს მშობლებმა შეამჩნიეს, რომ პერიოდულად აჩერებს სუნთქვას, თითქოს ცდილობს ჰაერის „ჩაყლაპვას“და პარალელურად დუნდება და ხდება ფერმკრთალი. ამ დროს თითქმის 30 წმ. არ აღინიშნება ტაქტილურ თუ ვერბალურ სტიმულაციაზე პასუხი. შემდგომი 30 წმ ბავშვი არის ნორმალურად. ამის გამო მშობლების მიერ სასწრაფოდ მოყვანილია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ვიტალური ნიშნები ნორმაა, არანაირი პათოლოგია ფიზიკალური გასინჯვით. რომელია პაციენტის სწორი მართვა?

671

9 წლის ბიჭი მოიყვანეს, რადგან ერთი დღეა აღენიშნება დიფუზური, შეტევითი ხასიათის მუცლის ტკივილი.ცხელებას, გულისრევა-ღებინებას, ან დიზურიას უარყოფს. ორი დღეა არ ჰქონია ნაწლავთა მოქმედება. გასინჯვით არის აფებრილური, აქტიური, მუცელი რბილი. რომელია ყველაზე შესაბამისი ქმედება:

672

14 თვის ბიჭი მოიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა, მან 2 დღეა შეამცირა აქტიურობა, მომატებულ შარდვასთან და საკვების მიღების შემცირებასთან ერთად. მოყვანამდე 20 წუთით ადრე აღენიშნა ძლიერი ტირილი, აღებინა, კანის ფერი გახდა მოლურჯო-წითელი და რამდენიმე წამი ჰქონდა ტონურ-კლონური მოძრაობები. რასაც თან მოჰყვა გონების კარგვა. მოყვანისას არის ფერმკრთალი, რექტალურად”T 38,5°C”, “HR 150”, არარეგულარული სუნთქვით და რესპირატორული პაუზით, სატურაცია 98% ჟანგბადზე, პერიოდულად ეცემა 85-87%-მდე. პაციენტის ასეთი მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა გარდა:

673

12 წლის ჯანმრთელი ბიჭი მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეცვლილი მენტალური სტატუსით. რამდენიმე საათით ადრე ის თამაშობდა თავის მეგობრებთან ერთად ეზოში გოლფს და მეგობარმა შემთხვევით მოარტყა თავში ჯოხი. აღენიშნა თავის ტკივილი, მაგრამ არაც გონების კარგვა და არც ღებინება. პაციენტი საავადმყოფოსკენ მგზავრობისას გახდა აგზნებული და მოლაპარაკე, ტრიაჟზე ცნობიერება შეეცვალა, ეხლა არ რეაგირებს არც ხმოვან და არც მტკივნეულ გაღიზიანებაზე. როდესაც მოხდა საჰაერო გზების გამავლობის სტაბილიზაცია გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც გამოვლინდა მაღალი სიმკვრივის ორმხრივგამოზნექილი ფორმის უბანი მარცხენა თხემ-საფეთქლის მიდამოში. რომელი წყაროა მიზეზი:

674

მოყვანილია 6 თვის ბიჭი კანის ნაცრისფერი ელფერით , უპირატესად ცხვირ-ტუჩის არეში. ბოლო რამდენიმე საათია მშობლების გადმოცემით, აღენიშნება დიდი რაოდენობით შარდვა, ვიდრე ჩვეულებრივ. ისინი ცოტა ხნის წინ გადავიდნენ ახალ სახლში, სადაც ეზოში არის ჭა. ბავშვის საკვები მზადდება ამ ჭის წყალზე.პაციენტი გასინჯვისას გაღიზიანებულია, ციანოზური მაგრამ სატურაცია 98%, რა არის სავარაუდო დიაგნოზი?

675

ერთი კვირაა 15 წლის გოგონას აღენიშნება ბილატერალური გამონადენი მკერდიდან. გამონადენი არის რძისებრი, არაა სისხლიანი ან ჩირქოვანი. ის უარყოფს სექსუალურ ურთიერთობებს და ასევე ტესტი ორსულობაზე არის უარყოფითი. ანამნეზის დეტალურმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ იღებს მრავალ მედიკამენტს დანიშნულს მისი ოჯახის ექიმის მიერ. ჩამონათვლიდან, რომელმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი კლინიკა?

676

10 წლის ბიჭი მოიყვანეს პარამედიკოსებმა ავტოავარიის შედეგად, მას აქვს შეცვლილი ცნობიერება, მტივნეულ გაღიზიანებაზე ზედა კიდურებს ხრის, ხელებს კეცავს და ფეხებს შლის ტერფების შიგნით მოქცევით. ჩამოთვლილიდან რომელი ნაწილის დაზიანება იწვევს პაციენტის ასეთ რეფლექსურ პასუხს?

677

ჯანმრთელი 17 წლის გოგონა მოიყვანეს გადაუდებელში მწვავე ლეთარგიით და ცნობიერების დაქვეითებით. მას ჰქონდა მსუბუქი ყელის ტკივილი, მიალგია და დაბალი ტემტერატურა 3 დღეის განმავლობაში. წინა დღეს განვითარდა მწვავე თავის ტკივილი, კეფის კუნთების რიგიდობით, გულისრევა-ღებინებით. ის არის სრულად იმუნიზირებული, არ აღნიშნავს ანამნეზში რაიმე გამონაყარს ან უცხოეთში მოგზაურობას.“T-37°C” “RR20”, “T/A” 110/70. გამოხატულია კეფის კუნთების რიგიდობა გასინჯვისას. ჩატარდა ლუმბალური პუნქცია და მიღებულ იქნა შემღვრეული თავზურგტვინის სითხე: 850 ლეიკ, ცილა „400mg/dl“. გლუკოზა „10mg/dL„ და 93% პოლიმორფული ნეიტროფილები. რომელია ყველაზე სავარაუდო გამომწვევი:

678

15 თვის ბიჭუნა მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჩივილით: 7 დღეა არ ჰქონია ნაწლავთა მოქმედება. ანამნეზში აღნიშნავენ რომ აქვს 2 თვის ასაკიდან ქრონიკული ყაბზობა, რომელიც პროგრესულად უარესდება. „T 37,5°C‘’, სხვა ვიტალური ნიშნები ნორმაა. გასინჯვისას აქტიურიაა, საკვებს და სითხეს იღებს, მუცელი რბილი, უმტკივნეულო. რექტალური გასინჯვით ანალური ხვრელი შევიწროებულია, ფეკალიები სწორ ნაწლავში არ არის , მაგრამ თითის გამოღებისას შეინიშნება ფეკალური მასა. რა არის დიაგნოსტირებისათვის შემდგომი ნაბიჯი?

679

9 დღის ჩვილი მოიყვანეს ჩივილით სუნთქვის გაძნელებაზე. 5 დღეა აღინიშნება ხველა, და ხველის შემდგომ ღებინება მოხრჩობის ეპიზოდებით. მის დედას და ბებიას ასევე აღენიშნება ხველა უკვე სამი კვირაა.“T38°”,”HR-195”,”RR-60”,”SaO2 -91%’’, გასინჯვით გამოხატულია ტაქიპნეა, ხველა წყვეტილი ეპიზოდებით, ასოცირებული პერ-ორალურ ციანოზთან და დესატურაცია 80-85% მდე. რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი:

680

19 თვის ბიჭი მოიყვანეს ჩივილით: ერთი საათია აღენიშნება ხმაურიანი და უჩვეული სუნთქვა, რომელიც დაიწყო ნუშის ჭამის დროს, მოხრჩობის შეგრძნებით. ეხლა აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, სატურაცია 95% ოთახის ჰაერზე. აუსკულტაციით გამოხატულია ვიზინგი მარჯვნივ. ამ მდგომარეობის დროს რა არის „კლასიკური“ რენტგენოლოგიური მონაცემები?

განმარტებები