სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო
8 თვის ჩვილი მოიყვანეს ჩივილით: ბოლო სამი კვირაა ძლიერ ჭირვეულობს და ტირის დღეში 2-3 სთ, რომელიც ძირითადათ იწყება შუადღეს და საღამოს. ვერ აწყნარებენ, იქნევს ფეხებს და ხანდახან აღნიშნება კოლიკა, წონაში იმატებს კარგად 200 გრ. კვირაში. ვიტალური ნიშნები ნორმაა, არის აქტიური და გასინჯვით რაიმე პათოლოგია არ ვლინდება. რომელია მენეჯმენტის შემდეგი საფეხური :
16 წლის ბიჭი რამდენიმე წუთით ადრე გამოსული სახლიდან, იპოვეს უგონო მდგომარეობაში ჭექა-ქუხილის შემდეგ. 112 მოვიდა და შეამჩნიეს მეხის დაცემის კვალი. რას ელოდებით კარდიომონიტორზე?
16 წლის ბიჭი რამდენიმე წუთით ადრე გამოსული სახლიდან, იპოვეს უგონო მდგომარეობაში ჭექა-ქუხილის შემდეგ. 112 მოვიდა და შეამჩნიეს მეხის დაცემის კვალი. რომელ ქსოვილს აქვს ყველაზე მაღალი წინააღმდეგობა დენის ძალის მიმართ:
6 წლი ბავშვი დაეჯახა განათების ბოძს საცურაო აუზიდან ამოსვლისთანავე, მიიყვანეს უახლოეს გადაუდებელში უგონო მდგომარეობაში. გასინჯვისას ბავშვი არის სომნოლენტურ მდგომარეობაში, ზედაპირული დამწვრობით მარჯვენა ხელზე. სასწრაფოს ექიმები გაძლევენ ნორმალურ პრეჰოსპიტალურ კარდიოგრამას. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რა უნდა გაკეთდეს გ.დ.გ.-ში?
10 წლის ბავშვი მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში , მას შემდეგ რაც იპოვეს უგონო მდგომარეობაში გოლფის მოედანზე წყლის გუბიდან ოდნავ მოშორებით. ეს მდგომარეობა განვითარდა ძლიერი წვიმის შემდეგ. მისი “HR-145”,“RR-10”,”T/A 125/78“,“T-37,1°C“,. ბავშვი არის უგონო მდგომარეობაში, გუგები ფიქსირებული, მარჯვენა ტიმპანური მემბრანა გახეთქილი და ზედაპირული გამონაყარი მთელ ტანზე. მიუდევად ამისა არ არის ტრამვის ან დამწვრობის რაიმე ნიშანი. რა არის ყველაზე სავარაუდო სამუშაო დიაგნოზი?
გასართობ ცენტრში მაშველებმა თინეიჯერი ამოიყვანეს აუზიდან, ჩაუტარეს ადექვატური კარდიო-რესპირატორული რეანიმაცია,რის შემდგომაც უგონო მდგომარეობაში გადმოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.“HR-120”, ‘’RR-18”, “Sp02-99%” ოთახის ჰაერზე, ჩამოთვლილიდან რომელი კვლევა დაგვეხმარება სწორი დიაგნოზის დასმაში?
ახალგაზრდა სტუდენტების ჯგუფი სწრაფად ავიდა 3000 მეტრის სიმაღლეზე. ისინი მოგზაურობდნენ კარვებით. გვიან ღამით ბევრ მათგანს ჰქონდა აბნორმალური სუნთქვა. ამ ტიპის რესპირაციას ეწოდება :
16 წლის ბიჭი იპოვეს უგონო მდგომარეობაში მეგობრებთან დაბადების დღეზე. ის დაინახეს, რომ წავიდა უკანა ეზოში ბუჩქებში და დილამდე არავის უნახავს. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მიყვანისას არის უგონო მდგომარეობაში „HR-55”,”RR-22”,”T/A-88/72”,”T34°C„(რექტალურად), სატურაცია 98% ოთახის ჰაერზე. ტრავმის რაიმე ხილული ნიშანი გამოხატული არ არის. ჩამოთვლილთაგან რომელია ნაჩვენები ?
13 წლის მოთხილამურე მოჰყვა მცირე ზომის ზვავის ქვეშ, ის იყო ნაწილობრივ ჩაფლული, მაგრამ შეეძლო სუნთქვა. როდესაც 6 საათის შემდეგ მაშველებმა ამოიყვანეს, აღნიშნავდა ქვედა კიდურებში დაბუჟებას და „დამწვრობის“ შეგრძნებას. არ იყო გამოხატული ვიზულური დეფორმაცია, ცნობიერება შენახულია და აღგზნებულია. ბავშვი 3 საათის შემდეგ მიყვანილ იქნა პირველადი დახმარების პუნქტში. რას მოიცავს სასწრაფო ჩარევა?
2 წლის ბავშვი დატოვებული იყო მანქანაში, რომელიც იდგა მზეზე და არ ვენტილირდებოდა. მშობლებმა განაცხადეს, რომ დატოვეს მხოლოდ 20 წუთით და გადავიდნენ მაღაზიაში. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მიყვანისას კონტაქტში შესვლა ვერ ხერხდება, რექტალური „T 41.2°C“, კანი ნესტიანი, „HR-186”,”RR-40”, „T/A-40/0“ მმ.ვერც.წყ.სვ. ან აღარ ისინჯება. რომელია ჩამოთვლილთაგან ნაჩვენები?
თინეიჯერმა ჩაყვინთა 18 მეტრ სიღრმეში, რის შემდგომაც განიცადა დისბარიზმი, ჩამონათვლიდან, რომელი სიმპტომია ჰიპერბარული თერაპიისთვის დამახასიათებელი?
თუ მყვინთავს ესაჭიროება ჰიპერბარული თერაპია, რა უნდა ჩატარდეს ტრანსპორტირებამდე?
5 წლის ბიჭს უკბინა ოჯახის როტვეილერმა 3 საათის წინ და მოიყვანეს გადაუდებლი დახმარების განყოფილებაში. აქვს ხაზოვანი ჭრილობა წინამხარზე. პაციენტს და ძაღლს ორივეს ჩატარებული აქვს სრული იმუნიზაცია, პაციენტს აქვს ასთმა: ყოველდღე იღებს ალბუტეროლს და მონტელუკასტს.. ასევე აქვს ალერგია არაქისზე. ჭრილობის ადექვატური დამუშავების შემდეგ უნდა გაწეროთ ბინაზე დანიშნულებით:
10 წლის ბიჭი მოგიყვანეს გადაუდებლი დახმარების განყოფილებაში მეორე ხარისხის დამწვრობით, რომლის ფართი მოიცავს სხეულის 20%-ს: ტანი, მკლავები და ფეხები. მიეცით მას ტკივილგამაყუჩებელი და სითხე. ამზადებთ რომ გადაიყვანოთ დამწვრობის ცენტრში. რა არის ყველაზე ადექვატური, რომლითაც უნდა დაფაროთ დამწვარი კანი?
თქვენთან მოიყვანეს ბავშვი, რომელსაც მარჯვენა ყურში შეუძვრა ტარაკანი. იმისათვის, რომ ტარაკანი გამოუღოთ ყურიდან თქვენ:
რომელია აზოტის ოქსიდით პროცედულური სედაციისათვის შედარებითი უკუჩვენება?
4 წლის ბიჭი მოიყვანეს, მას აღენიშნება მაგარ სასაზე ჭრილობა. მშობლების გადმოცემით ის თამაშობდა დოლის ჯოხებით, დაეცა და ჯოხზე რის გამოც მიიღო ჭრილობა. თავიდან აღინიშნა სისხლდება, რომელიც მაშინვე შეწყდა. პაციენტს არ აქვს რესპირატორული დისტრესი და შეუძლია ლაპარაკი. აღნიშნავს ტკივილს პირის ღრუში. გასინჯვით ნახულობთ 1,5 სმ ჭრილობას მაგარი სასის შუა ნაწილში, არააქტიური სისხლდენით. ჩამოთვლილიდან რომელია ყველაზე შესაბამისი მკურნალობა?
თქვენ მოგმართათ პაციენტმა, რომელსაც აღენიშნება მსუბუქი ჭრილობა მაგარ სასაზე, სისხლდენით, რომელიც კონტროლირდება. მაგრამ თქვენ შენიშნეთ, რომ მას აქვს დამატებით ჭრილობა ლატერალურად, უკანა ფარინგიალურ კედელზე შემოსაზღვრული შეშუპებით. რესპირატორული დისტრესი არ აღენიშნება, რომელია შესაბამისი მენეჯმენტი ამ შემთხვევაში?
3 წლის ბავშვი ჩამოვარდა საქანელიდან და დაეცა სახით მიწაზე. დედამ სასწრაფოდ მოგიყვანათ გადაუდებელში. გასინჯვით არის ზედა ტუჩის შეშუპება და ლაგამზე ჭრილობა, სისხნაჟღენთი. კბილები ინტაქტურია. როგორია სწორი მენეჯმენტი ამ შემთხვევაში?
3 წლის ბავშვი ჩამოვარდა საქანელიდან და დაეცა სახით მიწაზე. დედამ სასწრაფოდ მოგიყვანათ გადაუდებელში. გასინჯვით არის ზედა ტუჩის შეშუპება და ლაგამზე ჭრილობა. გასინჯვისას აღმოაჩნდა ენის შუახაზზე ჭრილობა, 1 სმ. რომელიც არ არის გამჭოლი და არ აღინიშნება კიდეების დაზიანება. არ არის გამოხატული აქტიური სისხლდენა ჭრილობიდან. რომელია ყველაზე შესაფერისი მენეჯმენტი?