სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში პაციენტს სედაციით ჩაუტარდა სახის არეში არსებული ღრმა ჭრილობის გაკერვა. მედიკამენტების შეყვანის შემდეგ პაციენტს აღენიშნა გულმერდის რიგიდობა. კლონური მოძრაობები არ ვლინდება. პაციენტის ვენტილაცია ტომრით და ნიღბით შეუძლებელია. ჩამოთვლილთაგან რომელი პრეპარატისთვის არის დამახასიათებელი აღნიშნული სიმპტომების განვითარება?
ტრავმული ჰიპოტენზიური პაციენტის სწრაფი თანმიმდევრული ინტუბაციისთვის შეყვანილია ეტომიდატი 0.3 მგ/კგ. აღნიშნული პრეპარატის ერთჯერადი შეყვანით მიღებული სედაციის ხანგრძლივობაა:
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 5 წლის პაციენტი მუცლის ტკივილით და მრავალჯერადი ღებინებით. პაციენტს ესაჭიროება სედაცია მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩასატარებლად. ჩამოთვლილი სედაციური პრეპარატებიდან რომელს ახასიათებს ღებინების საწინააღმდეგო თვისებები?
13 წლის გოგონას ესაჭიროება სედაცია ძვლის ტვინის პუნქციის ჩასატარებლად. ჩამოთვლილთაგან რომელი მეთოდი არის ყველაზე სარწმუნო პროცედურული სედაციის დროს ვენტილაციის ადექვატურობის განსაზღვრისთვის?
4 თვის პაციენტს ჩაუტარდა ელექტროენცეფალოგრაფია სედაციით. პროცედურის დასრულებიდან 16 საათის განმავლობაში პაციენტი კვლავ რჩება სედირებული. ჩამოთვლილთაგან რომელი პრეპარატი შეიძლება გამხდარიყო გახანგრძლივებული სედაციის მიზეზი?
3 წლის ბავშვს ლეიკემიით უტარდება ძვლის ტვინის პუნქცია ფენტანილის და მიდაზოლამის სედაციით. პროცედურის დასაწყისში პაციენტი რეაგირებდა მსუბუქ შეხებაზე. მოცემულ მომენტში ის რეაგირებს მხოლოდ ტკივილზე. გუგები შევიწროვებულია ჟანგბადის სატურაცია 87% და აღინიშნება გულმკერდის პარადოქსული მოძრაობა. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე შესაფერისი შემდეგი ნაბიჯი აღნიშნული პაციენტის მართვისას?
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 2 წლის პაციენტი დუნდულოს მიდამოს აბსცესით, რომელსაც ესაჭიროება აბსცესის გაკვეთა და დრენირებაპროცედურა ტარდება კეტამინის დისოციაციური სედაციით. რა არის დისოციაციური სედაციის ხანგრძლივობა კეტამინის სტანდარტული დოზით (1-2 მგ/კგ ინტრავენურად) შეყვანისას?
9 წლის პაციენტს უტარდება მოტეხილობის რეპოზიცია მიდაზოლამის და ფენტანილის სედაციით. ჩამოთვლილთაგან რომელია ფენტანილის ყველაზე ხშირი გვერდითი მოქმედება?
2 წლის პაციენტს ასთმური სტატუსით და მძიმე რესპირატორული დისტრესით ესაჭიროება სედაცია სასწრაფო ენდოტრაქეული ინტუბაციის ჩასატარებლად. რა არის საუკეთესო სედაციური საშუალება აღნიშნულ სიტუაციაში?
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 4 წლის პაციენტს ესაჭიროება სედაცია ლუმბალური პუნქციის ჩასატარებლად. ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ ინტრავენურად შეყვანილი იქნა მიდაზოლამი. პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტს აღენიშნა ძლიერი აგზნება, რომლის კუპირება ვერ მოხერხდა. პაციენტი ჰემოდინამიკურად სტაბილურია, სატურაცია 99% ოთახის ჰაერზე. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე შესაფერისი საწყისი მოქმედება?
1 წლის ბავშვს უტარდება თავის კომპიუტერული ტომოგრაფია. სედაციის მიზნით მას მიეცა ქლორალჰიდრატი 50 მგ/კგ პერორალურად, რის შემდეგაც ბავშვი გადავიდა ძილის მდგომარეობაში, თუმცა პასუხობს ხმამაღალ ჩაძახილზე და მსუბუქ შეხებაზე. ჩამოთვლილთაგან რომელი შეესაბამება პაციენტის სედაციის სიღრმეს?
5 წლის პაციენტს ესაჭიროება სედაცია და ანალგეზია სახის არეში არსებული ჭრილობის გასაკერად. კეტამინის 1.5 მგ/კგ ინტრავენური შეყვანიდან 3 წუთის შემდეგ პაციენტს აღენიშნა ხმაურიანი და გაძნელებული სუნთქვა, რასაც თან სდევდა ჟანგბადის სატურაციის ვარდნა 98%-დან 88%- მდე. ჩამოთვლილთაგან რომელია პაციენტის მართვის ყველაზე შესაფერისი ნაბიჯი?
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 5 წლის ბიჭი, რომელსაც აღენიშნება ჭრილობა ნიკაპის არეში მაგიდის კუთხესთან შეჯახების შედეგად. ჩამოთვლილთაგან რომელია ერთადერთი ადგილობრივი ანესთეტიკი, რომლის გამოყენება დაშვებულია დაზიანებულ კანზე?
გადაუდებელი დახამარების განყოფილებაში მოყვანილია 12 წლის ბიჭი, რომელსაც აღენიშნება წინამხრის მოტეხილობა ცდომით. მოტეხილობის რეპოზიციისთვის საჭიროა პროცედურული სედაცია. პაციენტი არის ჭარბწონიანი და ასთმის ანამნეზით. პაციენტს აღენიშნება ვიზინგი, სუნთქვის სიხშირე 36 წუთში, ჟანგბადის სატურაცია ნორმალურია ოთახის ჰაერზე. მას არ აღენიშნება გამოხატული რესპირატორული დისტრესი. ამერიკის ანესთეზიოლოგთა საზოგადოების (“ASA”) კლასიფიკაციით რომელ კლასს შეესაბამება აღნიშნული პაციენტის მდგომარეობა?
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 12 წლის პაციენტს ესაჭიროება პროცედურული სედაცია წვივის მოტეხილობის დახურული რეპოზიციისთვის. ჩამოთვლილთაგან რომელია ფენტანილის საწყისი დოზა პროცედურული სედაციისთვის?
8 წლის პაციენტს ძლიერ გამოხატული „ნემსის შიშით“ ესაჭიროება მინიმალური სედაცია და ანალგეზია პროცედურის ჩასატარებლად. ჩამოთვლილი საშუალებებიდან რომელი უზრუნველყოფს საუკეთესო სედაციას და ანალგეზიას?
3 წლის ბიჭი გდგ-ში მოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლიდან. მშობლების გადმოცემით ბიჭი უჩიოდა თავის ტკივილს გაღვიძებისას, რასაც მოყვა ღებინების 2 ეპიზოდი. ბინაზე მისცეს აცეტამინოფენი, გაუმჯობესების გარეშე. თავის ტკივილის გახანგრძლივებას მოყვა დიდი გულყრა, რომელიც გაგრძელდა 3 წუთის განმავლობაში. ცხოვრების ანამნეზიდან საყურადღებოა: ბავშვი დაიბადა დღენაკლული (27 კვირის), რაც გამოწვეული იყო პლაცენტის აშრევებით და 4 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში, უტარდებოდა მკურნალობა როგორც რეაქტიული სასუნთქი გზების დაავადებების, ასევე ფილტვის ქრონიკული დაავადების გამო. შემოსვლისას ბავშვი იყო გულყრის შემდგომ (პოსტ-იქტალურ) მდგომარეობაში,“T“- 37, „HR“–120, „RR–28“,“BP“-200/105,“pOx“97% ოთახის ჟანგბადზე. ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელია ყველაზე შესაბამისი?
3 წლის ბიჭი გდგ-ში მოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლიდან. მშობლების გადმოცემით ბიჭი უჩიოდა თავის ტკივილს გაღვიძებისას, რასაც მოყვა ღებინების 2 ეპიზოდი. ბინაზე მისცეს აცეტამინოფენი, გაუმჯობესების გარეშე. თავის ტკივილის გახანგრძლივებას მოყვა დიდი გულყრა, რომელიც გაგრძელდა 3 წუთის განმავლობაში. ცხოვრების ანამნეზიდან საყურადღებოა: ბავშვი დაიბადა დღენაკლული (27 კვირის), რაც გამოწვეული იყო პლაცენტის აშრევებით და 4 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში, უტარდებოდა მკურნალობა როგორც რეაქტიული სასუნთქი გზების დაავადებების, ასევე ფილტვის ქრონიკული დაავადების გამო. შემოსვლისას ბავშვი იყო გულყრის შემდგომ (პოსტ-იქტალურ) მდგომარეობაში,“T„- 37,“HR’’–120,“RR“–28, „BP“-200/105,სატურაცია 97% ოთახის ჟანგბადზე. ტესტში მოყვანილი ბავშვის ჰიპერტენზიის სავარაუდო ეტიოლოგია?
12 თვის ბავშვი მოიყვანეს გდგ-ში ეგზოგენური კალიუმის ქლორიდის სავარუდო ჰიპერდოზირებით. მას ჰქონდა პლაზმაში კალიუმი 8.2 მ ექვ/ ლ და პიკური”T“ტალღები გულის მონიტორზე. რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში?
7 წლის ბიჭი მოიყვანეს გდგ-ში მუქი ფერის შარდისა და მუცლის შებერილობის გამო. მშობლების ინფორმაციით ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ბავშვის შარდი გამუქდა.მას ჰქონდა ცხელება და ყელის ტკივილი რამდენიმე კვირით ადრე და გამოჯანმრთლედა სპონტანურად, მედიკამენტური მკურნალობის გარეშე. შემოსვლისას:“t-„35.6,“HR“-88, „RR“-14, „BP“- 112/68,“pOx“-100% ოთახის ჟანგბადზე, მუცელი შებერილი და მცირედ მგრძნობიარე. დიაგნოზის დასასმელად ყველა პასუხი სწორია, გარდა: