სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო
ახალშობილთან დაისვა აორტის თაღის წყვეტის დიაგნოზი. ჩამოთვლილი გენეტიკური სინდრომებიდან რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო:
ქვემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან დაასახელეთ პერიკარდიოცენტეზის ყველაზე შესაბამისი ჩვენება:
ერთი კვირის ახალშობილი გამოგზავნილია თქვენთან საკონსულტაციოდ შუილის გამო გულის არეში. ელექტროკარდიოგრამაზე აღინიშნება გულის ელექტრული ღერძის მარცხნივ გადახრა. ჩამოთვლილთგან, ყველაზე დიდი ალბათობით, რა იწვევს გულის ელექტრული ღერძის მარცხნივ გადახრას:
15 წლის მოზარდმა გოგონამ მოგმართათ აჩქარებული გულისცემის გამო, რომელიც აღენიშნება დაახლოებით ერთი თვეა. პაციენტი ანამნეზში არ აღნიშნავს ტკივილს გულმკერდის არეში, სინკოპესა ან პრესინკოპეს. გასინჯვისას გულისცემის სიხშირე 110’. წნევა 110/70 მმ ვწ სვ. მისი სხეულის მასის ინდექსია 16. ჩამოთვლილთაგან რომელ ლაბორატორიულ ტესტს გამოიყენებდით შემდგომი დიაგნოსტიკის მიზნით:
თქვენ სინჯავთ 1 წლის პაციენტს, რომელსაც აღენიშნება ცხელება და კოლაპსი. ექოკარდიოსკოპიით ინახა დიდი რაოდენობით სითხე პერიკარდიუმის ღრუში. ეჭვი მიტანილია ბაქტერიულ პერიკარდიტზე. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე დიდი ალბათობით, რომელი მირკოორგანიზმის ამოთესვა არის მოსალოდნელი პერიკარდიუმის სითხიდან:
15 წლის გოგონას ჩაუტარდა ექოკარდიოსკოპია. ინახა მარცხენა შემომხვევი და მარცხენა წინა დასწვრივი კორონარული არტერიების ცალ-ცალკე გამოსვლა მარცხენა ვალსალვას სინუსიდან. ჩამომთვლილთაგან, რა სწორი ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით:
30 წლის ქალს სამკარედა სარქვლის ატრეზიის გამო 5 წლის ასაკში ჩაუტარდა ფონტენის (არაფენესტრირებული) ოპერაცია. ბოლო 2 წელია პაციენტს აღენიშნება დისპნოე და ციანოზი ფიზიკურ დატვირთვაზე, რომელიც უარესდება ფეხზე დგომისას. ყველაზე დიდი ალბათობით, რა არის ამ სიმპტომების მიზეზი:
1 კვირის ახალშობილის გამოკვლევისას მოსმენილ იქნა შუილი. ექოკარდიოგრაფიულად გამოვლინდა მკაფიოდ შემოფარგლული წარმონაქმნი მარცხენა პარკუჭის კედელში. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:
თქვენ სინჯავთ 9 წლის გოგონას, რომელსაც აღენიშნება მუხლებისა და მაჯების ახლად აღმოცენებული ტკივილი. მუხლები შეშუპებულია და წითელი, შეხებისას მტკივნეული. ასევე ტანზე აღენიშნება მცოცავი ერითემატოზული ლაქოვანი გამონაყარი ღია ცენტრით, რომელიც არ არის ჩირქოვანი. აქვს მაღალი ტემპერატურა (39.50 C) და მომატებულია ანტისტრეპტოკოკული ანტისხეულების ტიტრი. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე დიდი ალბათობით, რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
38 კვირის დროულ ახალშობილს გულის თანდაყოლილი მანკით დაესვა ნეკროზული ენტეროკოლიტის დიაგნოზი. ჩამოთვლთგან, რომელი დიაგნოზი არის ასოცირებული ნეკროზული ენტეროკოლიტის განვითარების ყველაზე მაღალ რისკთან:
თქვენ სინჯავთ 3 თვის ჩვილს, რომელსაც აღენიშნება ტაქიპნოე. მშობლების გადმოცემით პაციენტს აღენიშნება დაღლა კვების დროს, რამაც თანდათანობით იმატა ბოლო თვის განმავლობაში. გულმკერდის რენტგენოგრამაზე გამოვლინდა კარდიომეგალია. აუსკულტაციით ისმინება 2/6 გრადაციის ჰოლოსისტოლური შუილი მწვერვალზე და იღლიაში. ელექტროკარდიოგრაფიულად აღინიშნება გამოხატული Q კბილები ლატერალურ განხრებში. ყველაზე დიდი ალბათობით, რა არის სავარაუდო დიაგნოზი:
5 წლის პაციენტი შემოვიდა მიმღებ განყოფილებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ. არტერიული წნევის 70/40მმ.ვწ.სვ, გულის ტონები მოყრუებული. ჩამოთვლილთაგან, რომელია დამახასიათებელი ნიშანი ტრავმული გულის ტამპონადისთვის:
თქვენ სინჯავთ 12 წლის გოგონას, რომელსაც აღენიშნება კარდიომეგალია. გასინჯვით: ისმინება შესუსტებული სუნთქვა, არის პარადოქსული პულსი („pulsus paradoxus“), გულისცემის სიხშირე 65’, პაციენტი აღნიშნავს ადვილად დაღლას, რომელმაც იმატა ბოლო 2 თვის განმავლობაში. ადვილად დაღლას პაციენტი უკავშირებს წონის 10 კგ-ით მომატებას. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე დიდი ალბათობით, რა არის პერიკარდიუმის ღრუში გამონაჟონის მიზეზი:
7 წლის პაციენტს აღენიშნება ადილვად დაღლა ფიზიკური დატვირთვის დროს. გულის აუსკლუტაციით ისმინება სისტოლური განდევნის შუილი გრადაციით 3/6 მკერდის ძვლის მარცხენა ზედა კიდესთან, გულის მეორე ტონის (S2) ფართოდ გახლეჩა და მიდ- დიასტოლური შუილი. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე დიდი ალბათობით, რა ცვლილებას აღმოაჩენთ შემდეგი კვლევების დროს:
თქვენ სინჯავთ 5 წლის პაციენტს აორტის სარქვლის სტენოზით. გასინჯვისას გულის აუსკულტაციით ისმინება მხოლოდ გულის მეორე ტონი (S2). ჩამოთვლილთაგან, რომელია სწორი გულის მეორე ტონთან მიმართებით, აორტული სტენოზის დროს:
თქვენთან გამოგზავნილია 14 წლის პაციენტი გულის შუილის გამო. ანამნეზიდან საყურადღებოა ის, რომ პაციენტს აღენიშნება ხშირად მორეციდივე სუბფიბრილური ცხელება, სისუსტე. ბოლო 2 თვის განმავლობაში პაციენტმა წონაში დაიკლო დაახლოებით 9 კილოგრამი. ჩატარებული ექოკარდიოსკოპიით მარცხენა წინაგულში ვლინდება ,,ფეხებიანი“ წარმონაქმნი (ზომით 2სმ X 2 სმ), რომელიც მიმაგრებულია ოვალური ფოსოს არეში. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე დიდი ალბათობით, რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
თქვენთან გამოგზავნილია საკონსულტაციოდ 14 წლის ბიჭი გულის შუილის გამო. გასინჯვისას ყურადღებას იპყრობს მნიშვნელოვანი ხარისხის სქოლიოზი, ,,ქათმის გულმკერდი ‘’ („pectus carinatum“) და ბრტყელტერფიანობა. მისი სიმაღლე 190 სმ - ია, მანძილი გაშლილ ხელებს შორის 210 სმ. ჩატარებული ექოკარდიოსკოპიით აორტის დიამეტრი ვალსალვას სინუსის დონეზე 45 მმ. საძილე არტერიები, აორტის თაღი და დაღმავალი აორტა ნორმის ფარგლებშია. პაციენტის გადმოცემით ბოლო პერიოდში ორჯერ მოხვდა კლინიკაში სპონტანური პნევმოთორაქსის გამო. ჩამოთვლილთაგან, რომელი პასუხია სწორი პაციენტის დიაგნოზთან მიმართებით ?
12 წლის პაციენტს გულის თანდაყოლილი მანკით აღენიშნება სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. ჩამოთვილთგან, ყველაზე დიდი ალბათობით, რომელია პაციენტის დიაგნოზი:
ქვემოთ ჩამოთვლილი გენეტიკური სინდრომებიდან, რომლის დროს გვხვდება ყველაზე ხშირად ფილტვის ვენების ნაწილობრივი ანომალური დრენაჟი:
5 წლის ბიჭთან დაისვა ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის დიაგნოზი. რომელია ამ დიაგნოზთან ყველაზე ხშირად ასოცირებული გულის თანდაყოლილი მანკი: