სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო
2 წლის პაციენტს აღენიშნება ფილტვის არტერიის სტენოზი. ჩამოთვლილთაგან, რომელია სტენოზის ხარისხის მომატების კლინიკური ნიშანი:
თქვენ სინჯავთ 15 წლის პაციენტს ჰიპერტროფული კარდიომიოპათიით. გასინჯვისას გულის აუსკულტაციით ისმინება მარცხენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ობსტრუქციით გამოწვეული შუილი. ჩამოთვლთაგან, რომელი გამოიწვევს გასასვლელი ტრაქტის შუილის მომატებას:
17 წლის სპორტსმენთან გამოვლინდა მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმის გასქელება. ჩამოთვლილთაგან, რომელი აღინიშნება ჰიპერტროფული კარდიომიოპათიის დროს, ,,სპორტსმენის გულისგან’’ განსხვავებით:
14 წლის პაციენტთან ჩატარდა კლინიკურ-ინსტრუმენტული კვლევები რესქტრიქციული კარდიომიოპათიისა და კონსტრიქციული პერიკარდიტის დიფერენციაციის მიზნით. ჩამოთვლილთაგან, რომელი შეესაბამება მეტად რესტრიქციულ კარდიომიოპათიას:
თქვენ სინჯავთ 8 წლის პაციენტს. გადატანილი რევმატიული ცხელების შემდეგ, მას აღენიშნება მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება. ჩამომთვლილთგან, რომელ პოზიციაში მოისმინება ყველაზე მკაფიოდ მიტრალური სარქვლის ნაკლოვანების შუილი:
თქვენ სინჯავთ 12 წლის პაციენტს. პაციენტის მამას და ბაბუას დიაგნოსტირებული აქვს ბრუგადის სინდრომი. პაციენტის ელექტროკარდიოგრამა ნორმის ფარგლებშია. ჩამოთვილთაგან, რომელი კვლევა მიგაჩნიათ ყველაზე საჭიროდ დიაგნოზის შემდგომი დაზუსტების მიზნით:
თქვენ სინჯავთ 2 წლის პაციენტს გულის თანდაყოლილი მანკით. კარდიოქირურგიული ჩარევა ჩატარებული არა აქვს. ჩამოთვილთგან, რა შემთხვევაშია უფრო მაღალი ინფექციური ენდოკარდიტის განვითარების რისკი:
2 თვის პაციენტი გამოგზავნილია თქვენთან საკონსულტაციოდ გულის შუილის გამო. პაციენტი კონსულტირებულია გენეტიკოსთან დაბადებისას დაბალი წონის, ჰიპოტონიისა და მიკროცეფალიის გამო. დათვალიერებისას პაციენტს აღენიშნება ჰიპერტელორიზმი, ეპიკანტური ნაკეცები, ცხვირის ბრტყელი ფუძე („nasal bridge“), მიკროგნათია, ხელის გულზე ერთი ღრმა ნაოჭი, ტირის მაღალი („high-pitched“) ხმით. ჩამოთვლითაგან რომელი მანკის გამოვლინებაა მეტად მოსალოდნელი ექოკარდიოსკოპიის დროს:
12 წლის პაციენტთნ სავარაუდო დიაგნოზია რესტრიქციული კარდიომიოპათია. ჩამოთვილთაგან, რომელი ექოსკოპიური მონაცემი განასხვავებს ყველაზე მეტად რესტრიქციულ კარდიომიოპათიას კონსტრიქციული პერიკარდიტისაგან:
თქვენთან გამოგზავნილია საკონსულტაციოდ 2 წლის პაციენტი. მას აღენიშნება ნანიზმი, პოსტ-აქსიაული პოლიდაქტილია, ხელის ფრჩხილების დისპლაზია და წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე დიდი ალბათობით, რომელი გენეტიკური სინდრომი აღენიშნება პაციენტს:
ჩამოთვლილი ფაქტორებიდან, რომელს აქვს ყველაზე ნაკლები გავლენა ჰემოგლობინის ჟანგბადის მიმართ აფინურობაზე („affinity“):
პაციენტს, პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტით, ჩატარებული აქვს ფილტვის არტერიის შევიწროება. „Qp“ = 2.0 ლ/წთ; „Qs“ = 3.3 2.0 ლ/წთ და „Qep“ = 2.0 2.0 ლ/წთ. ზემოთ მოყვანილი მონაცემების მიხედვით, გამოთვალეთ მარჯვნიდან მარცხნივ შუნტის რაოდენობა:
პაციენტს აღენიშნება პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი. გამოთვალეთ „Qp/Qs“-ის მაჩვენებელი ჟანგბადის სატურაციის შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით: ფილტვის ვენები=98%, ფილტვის არტერია=88%, შერეული ვენური სატურაცია=74%, აორტა=96%:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომლის საშუალებით ხდება ყველაზე ზუსტი ინვაზიური გრადიენტების განსაზღვრა:
წნევის ზუსტად გაზომვის მიზნით, სად უნდა იყოს მოთავსებული ტრანსდუსერი:
ჩამოთვლილთგან, რომელი ინტრაკარდიალური ადგილი გამოყენება სტანდარტულად ფაზური (სისტოლური, დიასტოლური) წნევის გაზომვის მიზნით:
ჩამოთვლილთგან, რომელია სწორი ბალონურ კათეტერებთან მიმართებით:
ჩამოთვლილითგან, რომელი იქნება სავარაუდოდ არტეფაქტული მაღალი ინტრაკარდიული წნევის მიზეზი:
რომელი კათეტერის საშუალებით იზომება წნევა ყველაზე ზუსტად:
ჩამოთვლილთაგან, რომელია ინტრათორაკალური წნევა: