სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო
ჩამოთვლილიდან, რომელი ოპერაციის შენდეგ უფრო მეტია სინუსის კვანძის დისფუნქციის განვითარების რისკი:
თქვენ ესაუბრებით ახალშობილის მშობლებს. ბავშვს აქვს მარცხენა გულის ჰიპოლაზიის სინდრომი და უნდა გაუკეთდეს ნორვუდის (პირველი ეტაპი) ჰიბრიდული პროცედურა. ჩამოთვლილიდან, რომელი პროცედურა ჩატარდება ინტერვენციონისტი კარდიოლოგის მიერ:
3 თვის ბავშვს უკეთდება ოპერაცია ფალოს ტეტრადისა და ფილტვის არტერიის გამოხატული სტენოზის გამო. სისხლის ხელოვნური მიმოქცევის დაწყების შემდეგ (აორტისა და ბიკავალური კანულაცია), ქირურგი აღნიშნავს მარცხენა პარკუჭის გადაბერვას. ყველაზე დიდი ალბათობით, ჩამოთვლილიდან, რას უნდა გამოეწვია ეს:
თქვენ სინჯვათ 17 წლის ბიჭს. მას 15 თვის ასაკში გაუკეთდა ნაწილობრივი ატრიოვენტრიკულური არხის კორექცია. ამჟამად პაციენტს აღენიშნება ქოშინი, 2/6 სისტოლური კრეშჩენდო-დეკრეშჩენდო შუილი, რომელიც მცირდება ვალსალვას სინჯის დროს. რენტგენოგრაფიულად აღინიშნება მცირე კარდიომეგალია და მცირედ გაძლიერებული ფილტვის სისხლძარღვოვანი სურათი. ჩამოთვლილიდან, ყველაზე დიდი ალბათობით, რა გამოიწვევდა აღნიშნულ სიმპტომატიკას:
2 თვის ჩვილს აღმოაჩნდა მარცხენა კორონარული არტერიის ანომალური გამოსვლა ფილტვის არტერიიდან. ჩამოთვლილიდან, რომელი პრეოპერაციული ნიშანია მეტად დაკავშირებული პოსტოპერაციულ სიკვდილობასთან და რეოპერაციასთან მოგვიანებით პერიოდში:
ჩამოთვლილიდნ, რომელია ყველაზე ხშირი გართულება სიმიტარ სინდრომის („Scimitar syndrome“) კორექციის შემდეგ, მოგვიანებით პერიოდში:
3 წლის ბავშვს აქვს ერთადერთი პარკუჭი, ორმხრივი ზედა ღრუ ვენა და ქვემო ღრუ ვენის წყვეტა კენტი ვენით („V. Azygous“), გაგრძელებით ზემო ღრუ ვენაში. გაკეთებული აქვს ორმხრივმიმართული ბილატერალური კავაპულმონური ანასტომოზი. თავიდან ჟანგბადის სატურაცია იყო 87%. ამჟამად ჟანგბადის სატურაციაა 75%. ჩამოთვლილიდან, ყველაზე დიდი ალბათობით, რა გამოიწვევდა დესატურაციას:
1 დღის ახალშობილს აქვს ტრიკუსპიდული სარქვლის ატრეზია, ნორმალურად განლაგებული მაგისტრალური სისხლძარღვები და დიდი ზომი წინგულთაშუა ძგიდის დეფექტი. აღინიშნება ციანოზი. არტერიული სატურაცია ჰაერზე არის 60%-65%. რენტგენოლოგიურად - ფილტვების ღარიბი ვასკულარიზაცია. ჩამოთვლილთაგან, რა უნდა გაუკეთდეს, როგორც პირველი პალიაცია:
ახალშობილს აქვს ტრიკუსპიდული სარქვლის ატრეზია და მაგისტრალების დ - ტრანსპოზიცია („d-TGA“). აღინიშნება დაქვეითებული სისტემური პერფუზია და ხმამაღალი, უხეში განდენვის სისტოლური შუილი. ჟანგბადის სატურაცია - 85%. რომელი პალიაცია აჯობებს პირველ ეტაპზე:
3 თვის პაციენტს ფილტვის არტერიის ატრეზიით და ინტაქტური პარკუჭთაშუა ძგიდით ჩატარებული აქვს მარჯვენამხრივი ბლელოკ-ტაუსიგის შუნტი. ჰაერზე ჟანგბადის სატურაცია არის 70%. ანგიოგრამაზე აღინიშნება ფილტვის არტერიის სარქვლის ატრეზია, ფილტვის არტერიების კონფლუენსის არსებობით. მარჯვენა პარკუჭი მცირე ზომისაა, მაგრამ შედგება სამივე ნაწილისაგან. სამკარედა სარქველი კარგადაა განვითარებული და მასზე აღინიშნება ზომიერი რეგურგიტაცია. ტრიკუსპიდული სარქვლის რგოლის „Z-score“ არის (-2.0). მარჯვენა პარკუჭზე დამოკიდებული კორონარული ცირკულაციის ნიშნები არ აღინიშნება. ჩამოთვილთგან, რომელია შემდგომი მკურნალობის საუკეთესო ვარიანტი:
3 წლის პაციენტს აღენიშნება ფილტვის არტერიის ატრეზია და პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი. მას ჩატარებული აქვს ორმხრივი უნიფოცალიზაცია და ცენტრალური შუნტი. ამ ფონზე პაციენტს ჩაუტარდა ფილტვის არტერიების კონფლუენსის რეკონსტრუქცია, გადაიკვანძა 2 დიდი აორტოპულმონური კოლატერალი, მარჯვენა პარკუჭსა და ფილტვის არტერიებს შორის იმპლატირებულ იქნა კონდუიტი და დაიხურა პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი. სისხლის ხელოვნური მიმოქცევის დამთავრების შემდეგ, არტერიული წნევაა 84/60 რამდენიმე ინოტროპის ფონზე. არტერიული სატურაცია 100% ჟანგბადზე არის 87%. სისტოლური წნევა მარჯვენა პარკუჭში - 69 მმ ვწ სვ. ტრანსეზოფაგული ექოკარდიოსკოპიით კონდუიტის ფუნქცია კარგია. ჩამოთვილთგან, რომელია შემდგომი მკურნალობის საუკეთესო ვარიანტი:
ახალშობილი ანტენატალურად დადგენილი დიაგნოზით - საერთოარტერიული ღერო - დაიბადა გაურთულებელი მშობიარობით 38 კვირის გესტაციზე. პოსტნატალური ექოკარდიოსკოპიით: ფილტვის არტერიები გამოდის საერთო არტერიული ღეროდან და მათზე სტენოზის ნიშნები არ აღინიშნება (ლამინრული ნაკადი ფილტვის არტერიებში). აორტის რკალი არის მარჯვენა. ტრუნკალური სარქველი ოთხკარედაა და მასზე აღინიშნება ზომიერი რეგურგიტაცია. ჩამოთვილთგან, რომელია შემდგომი მკურნალობის საუკეთესო ვარიანტი:
რა ხდება ყველაზე ხშირად რეოპერაციის მიზეზი საერთო არტერიული ღეროს კორექციის შემდეგ:
თქვენთან გამოგზავნილია საკონსულტაციოდ 1 წლის უსიმპტომო პაციენტი, რომლსაც აღენიშნება შუილი გულის არეში. არტერიული წნევა მარცხენა ხელზე - 104/56 და 84/50 - მარცხენა ფეხზე. ექოკარდიოგრაფიულად დასტურდება აორტის კოარქტაცია. თუ დავუშვებთ, რომ პაციენტი უსიმპტომოა და არ აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზიის პროგრესირება ზედა კუდურებზე, როდის აძლევთ ოპერაციის გაკეთების რეკომენდაციას:
მარცხენა გულის ჰიპოლაზიის სინდრომის მქონე ახალშობილის მშობლებს ესაუბრებით სიკვდილობის რისკზე. ისინი გეკითხებიან სიკვდილობის შესახებ ნორვუდის პროცედურის სხვადასხვა ეტაპზე. რომელ პერიოდს ახასიათებს ყველაზე მაღალი სიკვდილობა:
7 დღის ახალშობილს გაკეთებული აქვს ნორვუდის ჰიბრიდული პროცედურა. ჩარევიდან ერთ დღეში განვითარდა პროგრესული ციანოზი და მეტაბოლური აციდოზი. აღენიშნება ტაქიპნოე. ჟანგბადის სატურაცია არტერიულ სისხლში ოთახის ჰაერზე - 65%. პულსი - 160/წუთში. არტერიული წნევა - 65/42 მმ ვწ სვ. რენტგენოგრაფიულად აღინიშნება ფილტვის სისხლძარღვოვანი სურათის გაძლიერება. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე უკეთ რით აიხსნება პაციენტის მდგომარეობის გაუარესება:
ჩამოთვლილიდან, რა არის ნორვუდის პროცედურის პირველი ეტაპის მიზანი:
რომელია ყველაზე ხშირი გართულება დ-ტრანსპოზიციის („d-TGA“) დროს, არტერიული გადართვის უახლოეს პოსტოპერაციულ პერიოდში:
ახალშობილს მაგისტრალურ სისხლძარღვთა დ-ტრანსპოზიციით („d-TGA“) ჩაუტარდა არტერიული გადართვა. სისხლის ხელოვნური მიმოქცევის დამთავრების შემდეგ პაციენტს აღენიშნება მარცხენა პარკუჭის ცუდი ფუნქცია, რეგიონული კუმშვადობის დარღვევით. ჩამოთვილთაგან, ყველაზე უკეთ რით აიხსნება პაციენტის კლინიკური სტატუსი:
ახალშობილს დაესვა დიაგნოზი: მაგისტრალურ სისხლძარღვთა დ-ტრანსპოზიცია („d- TGA“), წინაგულტთაშუა ძგიდის დეფექტი და პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი. პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი არარესტიქციულია, მაგრამ აღინიშნება მარცხენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის მკვეთრი ობსტრუგცია. ჟანგბადის სატურაცია ჰაერზე არის 65%. ამ ეტაპზე, რომელი ქირურგიული ჩარევა არის ყველაზე მეტედ შესაბამისი პაციენტისათვის: