სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო
რომელი ოპერაცია ესაჭიროება პაციენტს ტაუსიგ-ბინგის ანომალიით:
თქვენ სინჯავთ დროულ ახალშობილს უხეში სისტოლური შუილით. ექოსკოპიურად დაესვა დიაგნოზი: ერთადერთი (მარცხენა) პარკუჭი ორმაგი შესვლით, ჰიპოპლაზიური სუბაორტული მარჯვენა პარკუჭით, რესტრიქციული ბულბოვენტრიკულური ხვრელი, მკვეთრი სუბაორტული სტენოზი. დაწყებულ იქნა პროსტაგლანდინ-E1-ის ინფუზია. შემდგომში ჩატარებულმა ექოკარდიოსკოპიამ დაადასტურა დიდი ზომის ღია არტერიული სადინრის არსებობა. ჩამოთვილთაგან, რომელი ქირურგიული ჩარევა არის ყველაზე მეტედ შესაბამისი ამ პაციენტისათვის:
5 წლის გოგონას აღმოაჩნდა წინაგულთაშუა მეორადი ძგიდის დეფექტი, მარჯვენა - მარცხენა შუნტით. ჩამოთვილთაგან, რომელი ფაქტორი განაპირობებს ქირურგიული მკურნალობის უპირატესობას, დეფექტის ენდოვასკულურ დახურვასთან შედარებით:
პაციენტს სამკარედა სარქვლის ატრეზიით გაკეთეთებული აქვს მარჯვენამხრივი ორმხრივმიმართული კავაპულმონური ანასტომოზი. აღმოჩნდა, რომ მარჯვენა ფილტვის ქვედა წილის ვენა ანომალურად უეერთება ქვემო ღრუ ვენას. ჩამოთვილთაგან, ყველაზე დიდი ალბათობით, რას გამოიწვევს ექსტრაკარდიალური ფონტენის ოპერაციის ჩატარება:
ჩამოთვილთაგან, რომელია ყველაზე ხშირი პოსტოპერაციული გართულება წინაგულოვანი გადართვის შემდეგ დ-ტრანსპოზიციის („d-TGA“) დროს:
დაროულ ახალშობილს არტერიულ სისხლში ჟანგბადის სატურაცია აქვს 84%, მიუხედავად 100%-იანი ჟანგბადის ინჰალაციისა. ექოსკოპიით აღმოჩნდა საერთო არტერიული ღერო, ტიპი - 2. შემდეგ 48 საათში სატურაცია გახდა 89% ოთახის ჰაერზე. ჩამოთვლილთაგან, რომელი ჩარევა არის ყველაზე უკეთესი ამ პაციენტისათვის:
5 წლის ბავშვს აქვს ვენური სინუსის ტიპის წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი ფილტვის ვენების ანომალური დრენაჟით. მშობლებს უხსნით ვადენის („Warden repair“) ოპერაციის დეტალებს. რომელი მანევრის შესრულებას გულისხმობს ვარდენის ოპერაცია:
ჩამოთვლილთაგან, რა მიგვითითებს ლეკომპტის მანევრის („Lecompte manuver“) აუცილებლობაზე ახალშობილებში დ-ტრანსპოზიციის („d-TGA“) ქირურგიული კორექციისას:
ახალშობილებში როსის ოპერაციის შემდეგ, რომელიც ჩატარებულია აორტის სტენოზის გამო, ჩამოთვლილთგან, რომელია ყველაზე ხშირად რეოპერაციის ჩვენება:
9 წლის ბიჭს ქუთუთოების ფტოზით ელექტროკარდიოგრამაზე აღენიშნება პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა და მარცხენა წინა ფასციკულარული ბლოკადა. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი:
სპორტსმენების გეგმიური გასინჯვისას, პაციენტს ექოკარდიოგრაფიული კვლევის დროს აღენიშნა მარცხენა პარკუჭის სეპტალური ნაწილის ჰიპერტროფია, რაც დამახასიათებელია ჰიპერტროფული კარდიომიოპათიისთვის. ჩამოთვლილთაგან, რომელი დამატებითი ფაქტორი ზრდის უეცარი სიკვდილის რისკს:
12 წლის პაციენტი დილატაციური კარდიომიოპათიით მკურნალობს დიგოქსინით, ფუროსემიდით და ენალაპრილით გულის უკმარისობის გამო. პაციენტს დაეწყო სუპერვენტრიკულური ტაქიკარდიის ხშირი ეპიზოდები და თქვენ გინდათ მკურნალობაში ამიოდარონის დამატება. რომელი მედიკამენტის დოზის კორექცია არის საჭირო:
12 წლის პაციენტს ფიზიკური აქტივობის დროს აღენიშნა არათანაბარი გულისცემა. გადაღებულ ელექტროკარდიოგრამაზე აღენიშნება ნაადრევი წინაგულოვანი კომპლექსები (წინაგულოვანი ექსტრასისტოლია). ფიზიკალური გასინჯვისას შუილი არ ისმინება. რა რეკომენდაცია უნდა მიეცეს პაციენტს:
ატრიოვენტრიკულური არხის დროს, სად არის განლაგებული გამტარი სისტემა:
ფალოს ტეტრადის კორექციის შემდეგ, რა შემთხვევაშია უეცარი სიკვდილის რისკი ყველაზე მაღალი:
10 წლის პაციენტს აღენიშნება პოლიართრიტი. ელექტროკარდიოგრამაზე PR ინტერვალი = 220 მწმ, გულისცემის სიხშირე - 108. ჩამოთვლილთაგან, რომელი მოსაზრებაა სწორი:
5 წლის პაციენტს დიაბეტური კეტოაციდოზით აქვს გულისცემის სიხშირე 140/წთ. შრატის კალიუმის დონეა 8.5 მმოლ/ლ. სავარაუდოდ, რა დაფიქსირდება ელექტროკარდიოგრამაზე:
პაციენტს ელექტროკარდიოგრამაზე აღინიშნება ვიწროკომპლექსიანი ტაქიკარდია, რითმის სიხშირე 140-240-ის ფარგლებში, ატრიოვენტრიკულური დისოციაცია. პაციენტს წინა დღეს ჩაუტარდა ფალოს ტეტრადის ქირურგიული კორექცია. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე დიდი ალბათოით, რომელია სავარაუდო დიაგნოზი:
მანამდე უსიმპტომო 18 წლის სპორტსმენს განუვითარდა უეცარი კარდიოგენული სიკვდილი მოედანზე, კალათბურთის თამაშის დროს. ჩამოთვილთაგან, ყველაზე დიდი ალბათობით, რომელი კორონარული ანომალია აღენიშნებოდა პაციენტს.
ჩამოთვლილთაგან, რა იქნება ორსულობის დროს დედის ამიოდარონით მკურნალობის სავარაუდო შედეგი: