სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ონკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო ონკოლოგია
სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნეების დროს რაზე მიუთითებს სახის ნერვის დამბლის განვითარება: 1) სიმსივნის უპირატესად კეთილთვისებიან ხასიათზე, 2) სიმსივნის უპირატესად ავთვისებიან ხასიათზე, 3) სიმსივნის ანთებად ხასიათზე, 4) სახის ნერვის თანმხლებ ანთებებზე , 5) სანერწყვე ჯირკვლის ტუბერკულოზზე. სწორია :
ჩამოთვლილთაგან სანერწყვე ჯირკვლების რომელი სიმსივნეები ხასიათდება კლინიკურად ნაკლებად აგრესიული მიმდინარეობით: 1) აცინურუჯრედოვანი კიბო, 2) მუკოეპიდერმული კიბო ავთვისებიანობის დაბალი ხარისხით , 3) ”ავთვისებიანი” ონკოციტომა, 4) ადენოკისტოზური კიბო, 5) ბრტყელუჯრედოვანი კიბო, 6) ადენოკარცინომა, 7) პლეომორფული ადენომიდან განვითარებული კიბო, 8) მუკოეპიდერმოიდული კიბო ავთვისებიანობის მაღალი ხარისხით. სწორია :
როგორია ჰიპოფიზის ჰორმონულად არააქტიური სიმსივნეების მკურნალობა
ჰიპოფიზის ავთვისებიანი სიმსივნეები მეტასტაზებს იძლევა: 1) თავის ტვინში, 2) თირკმელზედა ჯირკვალში, 3) კისრის ლიმფურ კვანძებში, 4) ფარისებრ ჯირკვალში, 5) ღვიძლში, 6) თირკმლებში, 7) ძვლებში. სწორია :
ჰიპოფიზის ავთვისებიანი სიმსივნეების რადიკალური მკურნალობის მეთოდია: 1) ქირურგიული ოპერაცია, 2) სხივური თერაპია, 3) ქიმიოთერაპია, 4) ქიმიო-სხივური თერაპია, 5) ქირურგიულ-სხივური მკურნალობა, 6) კომპლექსური – ქირურგიულ-სხივურ-ქიმიოთერაპიული. სწორია :
ჰიპოფიზის სიმსივნეები არის: 1) არამოფუნქციონირე (ჰორმონულად არააქტიური) ადენომა, 2) პროლაქტინმასეკრეტებელი, 3) ზრდის ჰორმონის მასეკრეტებელი, 4) გლიკოპროტეინმასეკრეტებელი. სწორია :
ჰიპოფიზის სიმსივნეების დიაგნოსტიკა ემყარება: 1) ანამნეზს, 2) ობიექტურ გამოკვლევას, 3) კომპიუტერული/ მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფიის მონაცემებს, 4) სისხლსა და შარდში ჰორმონების შემცველობის შესწავლას. სწორია :
პროლაქტინ-მასეკრეტებელი სიმსივნეები ქალებში ვლინდება: 1) გალაქტორეით, 2) უშვილობით, 3) რძის გაშრობით, 4) თავის ტკივილით, 5) აკრომეგალიით, 6) მხედველობის ველის შეცვლით. სწორია :
პროლაქტინ-მასეკრეტებელი სიმსივნეები მამაკაცებში ვლინდება: 1) მომატებული სექსუალური პოტენციით, 2) იმპოტენციით და ლიბიდოს დაქვეითებით, 3) გინეკომასტიით და გალაქტორეით, 4) ტესტოსტერონის დონის მომატებით სისხლში, 5) სისხლში ტესტოსტერონისა და ესტროგენების თანაფარდობის შეცვლით ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. სწორია :
ჰიპოფიზის გლიკოპროტეინმასეკრეტებელი სიმსივნეების დროს ჭარბად გამომუშავდება: 1) მალუთეინიზებელი ჰორმონი, 2) ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი, 3) თირეოტროპული ჰორმონი, 4) ქორიონული გონადოტროპინი, 5) სომატოტროპული ჰორმონი. სწორია :
ფარისებრ ჯირკვალში არსებული ერთეული კვანძის შესაფასებლად ოპტიმალურია : 1) სისხლში ჰორმონული ბალანსის განსაზღვრა, 2) კვანძის ასპირაციული ბიოფსია, 3) ექოსკოპია. სწორია :
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დროს პროგნოზული მნიშვნელობა გააჩნია : 1) სიმსივნის ჰისტოლოგიურ სტრუქტურას, 2) სიმსივნის ადგილობრივ გავრცელებას, 3) შორეული მეტასტაზების არსებობას, 4) ავადმყოფის ასაკს. სწორია :
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რომელი მორფოლოგიური ვარიანტი გვხვდება ყველაზე უფრო ხშირად
ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კიბო ყველაზე უფრო ხშირად იძლევა მეტასტაზებს
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რომელი ჰისტოლოგიური ფორმისას აღინიშნება მკურნალობის ყველაზე უფრო კარგი შორეული შედეგები
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი დებულებებია სწორი ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბოს მიმართ
ფარისებრი ჯირკვლის კიბოსთან მიმართებაში ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი დებულებაა სწორი
ფარისებრი ჯირკვლის მედულური კიბოს მქონე პაციენტის პირველი რიგის ნათესავს სკრინინგის დროს აღმოაჩნდა თირეოკალციტონინის მომატებული მაჩვენებლები. კლინიკურად ასიმპტომურია, პალპატორულად კისრის არეში რაიმე ცვლილებები არ არის ნანახი. ადეკვატური ტაქტიკა
რომელი დებულებაა სწორი ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კარცინომის კლინიკურ მიმდინარეობასთან მიმართებაში: 1) ვითარდება ყველა ასაკში, მაგრამ უფრო ხშირია 40 წლის შემდეგ, 2) ქალები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები, 3) წარმოდგენილია უმტკივნეულო კვანძების სახით ფარისებრ ჯირკვალსა და კისრის ლიმფურ კვანძებში, 4) კაფსულის არსებობის შემთხვევაში კლინიკურად ნაკლებაგრესიული მიმდინარეობა აქვს, 5) უფრო ხშირად მულტიფოკალური გავრცელებისაა, 6) ხშირად იძლევა მეტასტაზებს რეგიონულ ლიმფურ კვანძებში. სწორია :
რომელი დებულებაა სწორი ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური კარცინომის კლინიკურ მიმდინარეობასთან მიმართებაში: 1) ვითარდება ყველა ასაკში, მაგრამ უფრო ხშირია 50 წლის შემდეგ, 2) ქალები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები, 3) ვითარდება იოდდეფიციტის ენდემურ კერებში , 4) ჩვეულებრივ წარმოდგენილია სოლიტარული კვანძების სახით, 5) უფრო ხშირად უსიმპტომო მიმდინარეობისაა. სწორია :