QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ონკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო ონკოლოგია

815 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

201

ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური კიბოს დროს პროგნოზულად ცუდი ფაქტორებია: 1) პაციენტის 50 წელზე მეტი ასაკი, 2) მამრობითი სქესი, 3) სიმსივნის ჩაზრდა სისხლძარღვებში, 4) შორეული მეტასტაზების არსებობა. სწორია :

202

რა გართულებები შეიძლება მოყვეს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 131 Iით მკურნალობას : 1) ფარისებრ ჯირკვალში 131 I-ს ჩართვისას შეიძლება განვითარდეს მისი შეშუპება, 2) 131 I-ს ჩართვა ხდება ჯირკვალსა და კუჭის ლორწოვანში და შეიძლება განვითარდეს რადიაციული სიალოდენიტი და დროებითი გულისრევა, 3) მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს გონადების დისფუნქცია და მამაკაცებში სპერმატოგენეზის დათრგუნვა, ხოლო ქალებში ამენორეა და უშვილობა. სწორია :

203

ფარისებრი ჯირკვლის პაპილურ კიბოსთან მიმართებაში სწორია: 1) ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევათა 85%-ში გვხვდება, 2) მეტასტაზები ვრცელდება უპირატესად ლიმფოგენურად, 3) ბავშვთა ასაკში ლიმფოგენური მეტასტაზირება 80%-მდეა, 4) მეტასტაზები ვრცელდება ჰემატოგენურადაც (ძვლებში, ფილტვებში), 5) პროგნოზი შორეული მეტასტაზების არსებობის შემთხვევაშიც კი კეთილსაიმედოა. სწორია :

204

ფარისებრი ჯირკვლის პაპილური ადენოკარცინომის დროს დადებითი პროგნოზული ფაქტორებია: 1) სიმსივნის მცირე ზომები, 2) სიმსივნის დიდი ზომები, 3) პაციენტის ასაკი 40 წლამდე, 4) პაციენტის ასაკი 40 წელს ზევით, 5) პაციენტის მდედრობითი სქესი. სწორია :

205

ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულურ კიბოსთან მიმართებაში არასწორია შემდეგი დებულება: 1) ფოლიკულური ადენოკარცინომა გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 10%-ში, 2) დამახასიათებელია უპირატესად ლიმფოგენური მეტასტაზირება, 3) დამახასიათებელია უპირატესად ჰემატოგენური მეტასტაზირება (ძვლებში, ფილტვებში, ძვლებში), 4) ფოლიკულური ადენოკარცინომა კეთილთვისებიანი ფოლიკულური სიმსივნისგან მიკროსკოპულად განსხვავდება კაფსულისა და სისხლძარღვოვანი ინვაზიით, 5) პაპილურ კარცინომასთან შედარებით პროგნოზი უფრო არაკეთილსაიმედოა. სწორია :

206

ფარისებრი ჯირკვლის მედულურ კიბოსთან მიმართებაში არასწორია შემდეგი დებულებები: 1) მედულური კიბო ხშირია და გვხვდება 50-70%- ში, 2) მედულური კიბო შედარებით იშვიათია და გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების 2-5%-ში, 3) მედლური კიბო ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის კალციტონინმასეკრეტირებელი არაფოლიკულური (C) უჯრედებიდან, 4) შემთხვევათა 20%-ში ოჯახური დაავადებაა, 5) სისხლის შრატში კალციტონინის დონის მიხედვით მსჯელობენ მედულური კიბოს არსებობაზე. სწორია :

207

ფარისებრი ჯირკვლის ანაპლაზიური კარცინომა: 1) გვხვდება ხანდაზმულ ასაკში, 2) უფრო ხშირია ქალებში, 3) სწრაფად იზრდება, ინვაზიური ზრდისაა და იძლევა მეტასტაზებს, 4) შეიძლება განვითარდეს პაპილური ან ფოლიკულური სიმსივნის ტრანსფორმაციის შედეგად, 5) ხშირად იძლევა რეციდივებს და პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. სწორია :

208

ფარისებრი ჯირკვლის კიბოსათვის დამახასიათებელია: 1) ჰიპერკალციემია, 2) ჰიპერნატრიემია, 3) ოსტეოპოროზი და პათოლოგიური მოტეხილობები, 4) ღრმა ოსტეოსკლეროზი, 5) ნეფროკალცინოზი. სწორია :

209

პარათირეოიდული ჯირკვლის კიბოს დროს როგორია პარათირეოიდული ჰორმონის დონე სისხლში

210

55 წლის ჯანმრთელ ქალს პროფილაქტიკური გასინჯვის (მათ შორის გენიტალური ორგანოების და სარძევე ჯირკვლის) დროს შემთხვევით დაუდგინდა ჰიპერკალციემია. რით არის გამოწვეული

211

მამაკაცი უჩივის წონაში მოკლებას, პერიოდულად სახის, მუცლის და დუნდულოს მიდამოში კანზე გამონაყარს. ობიექტურად გამოხატულია ჰიპერგლიკემია და ანემია. რა დაავადებაა

212

რა საშუალებებით შეიძლება დავადგინოთ ფეოქრომოციტომის ლოკალიზაცია: 1)კომპიუტერული ტომოგრაფიით, 2)მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით, 3)მეტაიოდბენზილგუანიდინით (მიბგ)

213

ჩამოთვლილი დებულებებიდან რა არის პირველად ალდოსტერონიზმთან მიმართებაში სწორი

214

რომელი დაავადების სახელწოდებითაა ცნობილი პირველადი ალდოსტერონიზმი

215

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის კარცინომის მკურნალობა

216

თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრიდან განვითარებული კიბოს ძირითადი მკურნალობა

217

43 წლის ქალი უჩივის სახესა და კისერზე ჭარბთმიანობას. ფიზიკალურად ჰიპერტროფირებულია კლიტორი, ბოხი ხმა აქვს. პალპირდება სიმსივნე მარცხენა ფერდქვეშა არეში. რა დიაგნოზია

218

როგორია პირველადი ალდოსტერონიზმის გამოვლინება

219

რა ბიოქიმიური ცვლილებებია დამახასიათებელი პირველადი ალდოსტერონიზმისათვის

220

კუშინგის სინდრომისათვის დამახასიათებელია

განმარტებები