QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ონკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო ონკოლოგია

815 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

401

ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია სწორი მსხვილი ნაწლავის კიბოსთან მიმართებაში: 1) დიეტაში ცხიმის მომატება, მცენარეული ბოჭკოს შემცირება, ანამნეზში წყლულოვანი კოლიტის არსებობა ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის კიბოს გაჩენას, 2) უმრავლეს შემთხვევაში ჰისტოლოგიურად გვხვდება ჯირკვლოვანი კიბო, 3) მიზანშეწონილია უსიმპტომოდ არსებული პოლიპების მოცილება მათი გაავთვისებიანობის თავიდან ასაცილებლად, 4) მსხილი ნაწლავის კიბო ყველაზე ხშირად იძლევა მეტასტაზებს ღვიძლში. სწორია:

402

ხაოანი სიმსივნისათვის დამახასიათებელია: 1) სწორი ნაწლავის დაზიანება, 2) ხშირად ჰისტოლოგიურად ავთვისებიანია, 3) ხშირია მსხვილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანება. სწორია:

403

ნაწლავის კიბოსათვის სპეციფიკური სიმსივნური მარკერია

404

50 წლის პაციენტს სწორ ნაწლავში სფინქტერიდან 6 სმ-ით პროქსიმალურად აღენიშნება 3 სმ ზომის ხაოიანი სიმსივნე. ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიური კვლევით - ხაოიანი ადენომა. სწორი ტაქტიკაა:

405

როგორია რადიაციული ენტეროკოლიტის კლინიკური გამოვლინება

406

რადიაციული ენტეროკოლიტების დროს ვითარდება : 1) ნაწლავის ლორწოვანის შეშუპება, 2) ნაწლავის ლორწოვანის ჰიპერემია, 3) ნაწლავის ლორწოვანის ადვილად დაზიანებადობა პერიოდული სისხლდენებით. სწორია:

407

არის თუ არა შექცევადი ნაწლავის მწვავე რადიაციული დაზიანება

408

როგორ მკურნალობენ ნაწლავის მწვავე რადიაციულ დაზიანებას

409

თერაპიული რადიაციული დასხივების შემდეგ მოგვიანებითი გართულებებია : 1) რადიაციული კოლიტი სისხლდენით, დიარეით და ყაბზობით, 2) წვრილი ნაწლავის სტრიქტურა გაუვალობით, 3) ფისტულები ნაწლავის მარყუჟებს შორის ან სხვა ორგანოებთან (საშო, შარდის ბუშტი). სწორია:

410

სხივური თერაპიის შემდეგ რადიაციული კოლიტის განვითარებას ხელს უწყობს :

411

როგორია ნაწლავის რადიაციული დაზიანების სინდრომის განვიათრების პათფიზიოლოგიური მექანიზმები მოგვიანებით პერიოდში

412

როგორია სხივური თერაპიის შემდგომ განვითარებული მოგვიანებითი რადიაციული გართულებების მკურნალობა

413

39 წლის მამაკაცი, უჩივის მცირედ მტკივნეული წარმონაქმნის არსებობას მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში, მუცლის შებერვას, წონაში დაკლებას, ყაბზობისა და ფაღარათის მონაცვლეობას, განავალში ლორწოს არსებობას. ანამნეზში ერთი თვის წინ გაკეთებული აპენდექტომია. სავარაუდო დიაგნოზია

414

ბრმა ნაწლავის კიბოს დროს ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია

415

ყვლაზე ხშირი თანმხლები დაავადება ბრმა ნაწლავის კიბოს დროს

416

62 წლის ქალი, უჩივის მტკივნეული წარმონაქმნის არსებობას მეზოგასტრიუმში, ხშირ ყაბზობას, განავალში სისხლის და ლორწოს არსებობას. 10 წლის წინ გაკეთებული აქვს ქოლეცისტექტომია. მუცლის პალპაციით მეზოგასტრიუმში აღინიშნება მომრგვალო ფორმის, მკვრივი, ნაკლებად მოძრავი წარმონაქმნი დიამეტრით 7 სმ. სავარაუდო დიაგნოზია

417

68 წლის ქალი, , უჩივის მუცლის შებერვას, აირებზე გასვლის გაძნელებას, სისხლის და ლორწოს არსებობას განავალში. ავად არის 15 წელია. ტკივილები თავიდან დაეწყო მარცხენა თეძოს ფოსოს მიდამოში. ბოლო 3-4 თვეში წონაში დაიკლო 6-7 კგ. ობიექტურად - მუცელი ზომიერად შებერილი. მარცხენა თეძოს ფოსოს მიდამოში ისინჯება მტკივნეული, ნაკლებად მოძრავი წარმონაქმნი, გამოკვეთილი საზღვრების გარეშე. სავარაუდო დიაგნოზია

418

სიგმური კოლინჯის კიბოს დროს ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია

419

სწორი ნაწლავის კიბოს ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია

420

62 წლის მამაკაცი, უჩივის დეფეკაციის აქტის გაძნელებას, ხშირ ტენეზმებს, აირების დაგროვებას, დეფეკაციის შემდეგ ნაწლავები არასრული დაცლის გრძნობას, სისხლის და ლორწოს არსებობას განავალში, ბოლო ათი თვის მანძილზე წონაში 7-8 კგ-ით დაკლებას. სწორი ნაწლავის წინა კედელზე ისინჯება მკვრივი, ნაკლებად მოძრავი, ოდნავ მტკივნეული წარმონაქმნი. სავარაუდო დიაგნოზია:

განმარტებები