სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ონკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო ონკოლოგია
ჩამოთვლილი კეთილთვისებიანი წარმონაქმნებიდან რომელი გვხვდება თირკმელებში
ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადებებისთვისაა დამახასიათებელი სიმპტომური ვარიკოცელე
რომელი დაავადება უნდა გამოირიცხოს პირველ რიგში მაკროჰემატურიის დროს
თირკმლის კიბოს დიაგნოსტიკაში რომელი მეთოდი შეიძლება გამოყენებული იყოს სკრინინგ-ტესტად
რა არის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი თირკმელების ავთვისებიანი სიმსივნეებისათვის: 1)ჰემატურია, 2)ტკივილი, 3)პალპირებადი სიმსივნე. სწორია:
ჩამოთვლილი დებულებებიდან, რომელია სწორი თირკმლის კიბოსთან მიმართებაში
თირკმლის მენჯის კიბოს დროს: 1)დაავადებას ხშირად განაპირობებს ქრონიკული ინფექცია და კონკრემენტები, 2)ჰემატურია არ არის ინტენსიური, 3)ეფექტურია ქიმიო-სხივური მკურნალობა. სწორია:
კვლევის რომელი მეთოდია ყველაზე ინფორმატიული თირკმლის კისტისა და კიბოს დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის
თირკმლის მენჯში ყველაზე ხშირად რომელი ავთვისებიანი სიმსივნე ვითარდება
ჩამოთვლილი ჰისტოლოგიური ფორმებიდან რომელი შეესაბამება თირკმლის პარენქიმის ავთვისებიან სიმსივნეს
რომელ ორგანოებში იძლევა მეტასტაზებს თირკმლის კიბო
ჩამოთვლილი ორგანოებიდან უფრო ხშირად რომელი ზიანდება ჰიპერნეფროიდული კიბოს მეტასტაზებით
როგორია ჰიპერნეფრომის ლოკალური ფორმის მკურნალობის ტაქტიკა
ჰიპერნეფრომის ლოკალური ფორმის დროს რა შემთხვევაში ხდება თირკმელზედა ჯირკვლის ამოკვეთაც
რა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ორგანოსშემნახველი ოპერაცია (თირკმლის რეზექცია) თირკმლის კიბოს დროს : 1) თირკმლის ორმხრივი ლოკალური ფორმის კიბოს დროს, 2) ერთთირკმლიან პაციენტებში, 3) შენარჩუნებული ფუნქციის მქონე კიბოიანი თირკმლისა და დარღვეული ფუნქციის მქონე კონტრალატერალური თირკმლის არსებობის პირობებში. სწორია:
თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთების კიბოსთან მიმართებაში სწორია: 1) სიმსივნე ხშირად მრავლობითია, 2) ხშირად ავადდებიან მამაკაცები, 3) ხშირია კოლიკა და ჰემატურია. სწორია:
ჩამოთვლილი ფაქტორებიდან რომელი არ ამცირებს თირკმლის კიბოიანი ავადმყოფების სიცოცხლის ხანგრძლივობას
ჩამოთვლილი ჰისტოლოგიური ფორმებიდან რომელი შეესამება თირკმლის მენჯის სიმსივნეებს
შარდის ბუშტის კიბოს ეტიოლოგიაში მნიშვნელოვანი ფაქტორია
შარდის ბუშტის კიბოს პროფილაქტიკა მოიცავს: 1) შარდის ბუშტის ანთებითი, ტროპიკული და პარაზიტული დაავადებების დროულ მკურნალობას, 2) "რისკ-ჯგუფის" პაციენტებმა უნდა შეზღუდონ სითხის მიღება, 3) შარდის ბუშტის დივერტიკულიანმა ავადმყოფებმა 2 თვეში ერთჯერ ჩაიტარონ ცისტოსკოპია, 4) შარდის ბუშტის კიბოს გამო ნამკურნალევმა ავადმყოფებმა 2 წელიწადში ერთჯერ ჩაიტარონ ცისტოსკოპია. სწორია: