სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 4 › გენეტიკა II · შეცდომებზე მუშაობა
გენეტიკა II
რომელი ქრომოსომული ნაკრები ასახავს ქრომოსომათა რიცხვის მრავალჯერად გაზრდას.
ჩამოთვლილთაგან, რომელი ქრომოსომული ნაკრები არის დამახასიათებელი პატაუს სინდრომისთვის;
კარიოტიპის რომელი ფორმულით აღინიშნება ედვარდსის სინდრომი?
ადამიანს ორ ნორმალურ ჰომოლოგთან ერთად დამატებით აქვს იზოქრომოსომაც. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია მისი გენოტიპი იზოქრომოსომის მიხედვით?
წყვილმა მიაკითხა ექიმს, რადგანაც პირველი სამი ორსულობა სპონტანური აბორტით დასრულდა. ქრომოსომულმა ანალიზმა გამოავლინა, რომ ცოლს აქვს ორი უჯრედული ხაზი ლეიკოციტებში, ერთი ხაზის უჯრედებს აკლია X ქრომოსომა(45,X), მეორე კი ნორმალურია(46,XX). როგორ დაახასიათებდით ამ ქალის ქრომოსომულ კომპლექტს?
გოგონა ჩამორჩა განვითარებაში და გვიან დაიწყო მეტყველება. მან დაძლია მესამე კლასის პროგრამა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა მეოთხე კლასში სწავლა. დედამისის მსგავსად მას წაგრძელებული ჰაბიტუსი და სუსტი სახსრები აქვს. ქრომოსომულმა ანალიზმა გამოავლინა 47, XXX კარიოტიპი. ფრაგილურ X-დნმ-ზე კვლევის შედეგი უარყოფითია. როგორ დაახასიათებდით ამ ანომალიას?
ჩამოთვლილთაგან, კარიოტიპის რომელი ფორმულაა შეესაბამება დაუნის სინდრომის მქონე ინდივიდის კარიოტიპს ?
რა წარმოადგენს დაუნის დაავადების განვითარების ერთერთ ძირითად მიზეზს?
როგორი ტიპის ქრომოსომას უწოდებენ სტრუქტურულად ანომალურ 22-ე ქრომოსომას, რომელიც ხშირია ლეიკემიით დაავადებული ადამიანის ძვლის ტვინის უჯრედებში?
როგორი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს წყვილს, რომელთა ერთადერთ შვილს აქვს კისტური ფიბროზი?
ჩამოთვლილთაგან, რომელ უჯრედებს აქვთ უპირატესობა ციტოგენეტიკური ანალიზის ჩასატარებლად?
იმპრინტინგი ნორმალური პროცესია, რომელიც გამოწვეულია ქრომატინის ცვლილებებით მხოლოდ ერთ-ერთი მშობლის გერმინაციულ უჯრედებში. ეს ცვლილება შეიძლება იყოს.
რომელი სინდრომი ვითარდება მე-5 ქრომოსომაში მცირე მხრის ფრაგმენტის დაკარგვის შედეგად ?
დი_ჯორჯის, ველოკარდიოფასციალური ან კონოტრუნკალის სახის ანომალური სინდრომები აუტოსომურ_დომინანტურია. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი ქრომოსომის მიკროდელეცია წარმოადგენს სამივე სინდრომის მიზეზს?
რამდენ ნუკლეიტიდურ წყვილს შეიცავს ადამიანის ჰაპლოიდური გენომი?
რეციპროკული ტრანსლოკაცია არის არაჰომოლოგიური ქრომოსომების გაწყვეტის შედეგი, რასაც თან მოსდევს:
ინსერცია არის ტრანსლოკაციის არარეციპროკული ტიპი, რომელიც გვხვდება მაშინ, როდესაც ერთი ქრომოსომის სეგმენტი გადაინაცვლებს:
ნორმალური ქალების სომატურ უჯრედში, ადრეული განვითარების ეტაპზე ხდება X ქრომოსომის ინაქტივაცია. ჩამოთვლილთაგან რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ეს პროცესი?
რამდენი ქროსომა გააჩნია მე-14 და 21-ე ქრომოსომის რობერტსონისეული ტრანსლოკაციის მატარებელ პირებს?
დაუნის სინდრომის რომელი ფორმა არ არის დაკავშირებული დედის ასაკთან?