სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
გინეკოლოგია
ორსული ქალის სხეულის წონა შეესაბამება 78კგ. მისი სიმაღლე 170 სმ-ია. ჩამოთვლილთაგან მიახლოებით, რომელ სიდიდეს შეესაბამება ორსულის სხეულის მასის ინდექსი?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მაჩვენებელი შეესაბამება ორსულობის დროს სხეულის მასის ინდექსის ნორმალურ მაჩვენებელს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი გართულების განვითარება არის მოსალოდნელი ორსული ქალის თვითმფრინავით მგზავრობის დროს?
ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რა ვადის შემდეგ აღარ არის რეკომენდირებული რუტინულად ორსული ქალის ულტრაბგერითი კვლევის წარმოება?
ჩამოთვლილთაგან, რომელი დიზაინის სამეცნიერო კვლევების საშუალებით მიიღება ყველაზე მაღალი ხარისხის მტკიცებულებები?
ჩამოთვლილთაგან, რომელი რგოლი არ წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის შემადგენელ ნაწილს?
ჩამოთვლილთაგან, უშუალოდ რომელი სამეანო პათოლოგიის განვითარების რისკი მცირდება უსიმპტომო ბაქტეურიურიის მკურნალობის შედეგად?
ჩამოთვლილთაგან, რომელი პერინატალური ვიზიტის დროს უნდა ჩატარდეს სკრინინგი ათაშანგის გამოსავლენად?
ჩამოთვლილთაგან, რომელია ის ფაქტორი, რომელიც ხელს შეუშლის ორსულ ქალს გააკეთოს თავისუფალი ინფორმირებული არჩევანი ორსულობისა და მშობიარობის მართვის საკითხებზე?
თუ პირველი ანტენატალური ვიზიტის დროს ორსული ქალის სხეული მასის ინდექსი 18კგ/მ2 -ის ტოლია, ჩამოთვლილთაგან, რამდენ კილოგრამს შეადგენს ამ ორსულის დასაშვები სხეულის მასის ნამატი ორსულობის პერიოდში?
მშობიარეს აღენიშნება რეგულარული სამშობარო მოქმედება, ყოველ 10წთში 2 შეტევა, 20-25წმ-ის ხანგრძლივობით, საშოსმხრივი გასინჯვით საშვილოსნოს ყელი გახსნილია 2სმ-ზე. ჩამოთვლილთაგან, მშობიარობის რომელ პერიოდს შეესაბამება აღწერილი სამეანო სტატუსი?
მშობიარის, რომლის პარიტი 2-ის ტოლია, ვაგინალური სტატუსია: საშვილოსნოს ყელის სიგრძე – 1,5სმ, გახსნილია 3სმ-ზე , ცენტრირებული და გარბილებულია, წინამდებარე ნაყოფის თავი მდებარეობს -3დონეზე. ჩამოთვლილთაგან რამდენქულიანი იქნებოდა შეფასება ბიშოპის სქემით?
ჩამოთვლილთაგან, რომელი წარმოადგენს პლაცენტას ფუნქციას?
ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს რომელ ნაწილში ხორციელდება ყველაზე ხშირად იმპლანტაცია?
ჩამოთვლილთაგან, რომელია ის პირველსაწყისი ქმედება მშობიარობის III პერიოდის პასიური მართვისას, რომელიც უნდა განხორციელდეს მომყოლის პერიოდის 30 წუთის ლოდინის შემდეგ?
26 წლის მშობიარე, რომელსაც აღენიშნება რეგულარული სამშობიარო მოქმედება ყოველ 10 წთ-ში 2 შეტევა, რომლის ხანგრძლივობა 30-35წმ-ია, მოთავსდა სამშობიარო ბლოკში. საშვილოსნოს ყელი გახსნილია 4სმ-ზე, სანაყოფო ბუშტი მთელია, ნაყოფის გულისცემა 134’. ჩამოთვლილთაგან, რომელია ექიმის მიერ განსახორციელებელი შემდგომი ნაბიჯი?
სამშობიარო ბლოკში 14სთ-ზე მოთავსდა მშობიარე, რომელსაც საშვილოსნოს ყელი გახსნილი ჰქონდა 5სმ-ის სიგანეზე. მშობიარობა იმართება პარტოგრამის მიხედვით. ჩამოთვლილთაგან, რომელ საათზე უნდა გაისინჯოს განმეორებით ვაგინალურად მშობიარე, რათა შეფასდეს საშვილოსნოს ყელის გახსნის პროგრესი?
ჩამოთვლილთაგან, როგორი უნდა იყოს ექიმის ქმედება, როცა ნაყოფის გულისცემის ელექტრონული მონიტორინგის მახასიათებლები ნორმის ფარგლებშია?
მშობიარეს აღენიშნება რეგულარული საშობიარო მოქმედება ყოველ 10’ –ში 4 შეტევა, რომლის ხანგრძლივობა 45”; ვაგინალური გასინჯვით საშვილოსნოს ყელი გახსნილია სრულად, სანაყოფო ბუშტი არ არსებობს, წინამდებარე ნაყოფის თავი 0 დონეზეა. ჩამოთვლილთაგან, რამდენ წუთში ერთხელ უნდა განხორციელდეს ნაყოფის გულისცემის მოსმენა სტეტოსკოპით?
ჩამოთვლილთაგან, რა პირველსაწყისი ქმედება უნდა განახორციელოს ექიმმა მომყოლის დაბადების შემდეგ?