QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

გინეკოლოგია

1957 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

381

მშობიარობის პროცესში ნაყოფის კტგ მონიტორინგის მაჩვენებლებია:ნაყოფის გულისცემის სიხშირე 100’-ზე ნაკლები, აქცელერაციის არ აღენიშნება, ვარიაბელობა 5-ზე ნაკლები. ჩამოთვლილთაგან, რომელ კატეგორიას მიაკუთვნებდით ნაყოფის მდგომარეობას?

382

მშობიარის აბდომინალური გასინჯვით ნაყოფის თავზე თავსდება მეანის 2 თითი. ჩამოთვლილთაგან, პარტოგრამის შევსებისას, რომელ ნიშნულზე აღინიშნება წინამდებარე ნაყოფის თავის მდებარეობა?

383

ჩამოთვლილთაგან, დროის რა მონაკვეთში წარმოებს პარტოგრამის შევსება?

384

მშობიარის საშოსმხრივი გასინჯვით დადგინდა საშვილოსნოს ყელის სრული გახსნა,წინამდებარე ნაყოფის თავი იმყოფება 3 დონეზე. ქვემოთჩამოთვლილთაგან, მშობიარობის რომელ პერიოდს შეესაბამება აღწერილი ვაგინალური სტატუსი?

385

მშობიარის ვაგინალური გასინჯვით აღმოჩნდა, რომ ნაყოფის თავი იმყოფება 3დონეზე, ისრისებური ნაკერი უახლოვდება მენჯის გამოსავლის პირდაპირ ზომას, ხოლო მცირე ყიფლიბანდი მდებარეობა წინ და ოდნავ მარცხნივ. ქვემოთჩამოთვლილთაგან, მშობიარობის ბიომექანიზმის რომელ მომენტს შეესაბამება ნაყოფის თავის ასეთი მდებარეობა?

386

ქვემოთჩამოთვლილთაგან ,რომელი წარმოადგენს წამყვან წერტილს ნაყოფის თხემით წინმდებარეობის დროს?

387

მშობიარის ვაგინალური გასინჯვით აღმოჩნდა: წინამდებარე ნაყოფის თავი მიბჯენილია მენჯის შესავალთან, ისინჯება ნაყოფის ცხვირი, პირი და თვალები, ნიკაპი მიქცეულია გავის ძვლისაკენ. ჩამოთვლილთაგან, რომელია სავარაუდო დიაგნოზი?

388

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის სხეულის რომელი ნაწილის ადგილმდებარეობის მიხედვით ისაზღვრება ნაყოფის სახე ნაყოფის პირისახით წინმდებარეობის დროს?

389

ჩამოთვლილთაგან, რომელი ნიშანი არ წარმოადგენს რანდომიზირებული სამეცნიერო კვლევის მახასიათებელს?

390

როცა ჩატარებული მკურნალობის მეთოდის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს პაციენტი, მკვლევარი და მასალის სტატისტიკურ დამუშავებაში მონაწილე პირები, რანდომიზირებული კვლევის დაბრმავების რომელი ვარიანტს მიეკუთვნება აღწერილი მეთოდი?

391

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის სხეულის რომელი ნაწილის ადგილმდებარეობის მიხედვით ისაზღვრება ნაყოფის პოზიცია ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობის დროს?

392

მშობიარობის II პერიოდში ნაყოფის თავი ჭინთვის შემდეგ გამოჩნდა სასქესო ნაპრალში და ჭინთვის შემდეგ აღარ დაიმალა. ქვემოთჩამოთვლილთაგან, მშობიარობის რომელ მომენტს შეესაბამება აღწერილი სამეანო მდგომარეობა?

393

ჩამოთვლილთაგან, რომელი კომპონენტის არსებობა წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას ჯანმო-ს მიერ რეკომენდირებული უსაფრთხო მშობიარობისათვის?

394

ჩამოთვლილთაგან, რამდენ პროცენტამდე შემცირდა მშობიარობის ოქსიტოცინით სტიმულაციის საჭიროება მშობიარობის პროცესის პარტოგრამით მართვის შემთხვევაში?

395

მშობიარობის III პერიოდია მოცდითი ტაქტიკით მართვის დროს ჭიპლარზე დადებული მომჭერი ვულვარული რგოლიდან 8-10 სმ-ით ჩამოიწია ქვევით. ჩამოთვლილთაგან, მომყოლის მოცილების რომელ ნიშანს მიეკუთვნება აღწერილი მდგომარეობა?

396

ჩამოთვლილთაგან, ახალშობილის მოვლის რომელი ნაბიჯი არ ხორციელდება ახალშობილის დაბადებიდან ერთი წუთის განმავლობაში?

397

ჩამოთვლილთაგან, რომელი პათოლოგია შესაძლებელია განუვითარდეს ახალშობილს ჭიპლარის ნაადრევის გადაკვეთისას?

398

ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორი არ უწყობს ხელს ახალშობილის მიერ სითბოს შენარჩუნებას?

399

ჩამოთვლილთაგან, რომელი არ წარმოადგენს ახალშობილის მიერ სითბოს გაცემის გზას?

400

ჩამოთვლილთაგან, როგორი ხასიათის ტკივილს მიეკუთვნება მშობიარობის I პერიოდში განვითარებული ტკივილი?

განმარტებები