სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
გინეკოლოგია
ადრეული ლოგინობის ხანა გართულდა ჰიპოტონური სისხლდენით საშვილოსნოდან. ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს პირველი რიგის ღონისძიებებს?
სახეზეა ადრეული ლოგინობის ხანის სისხლდენა საშვილოსნოს ჰიპოტონიის გამო. სისხლის დანაკაგმა მიაღწია 400 მლ. სისხლდენა გრძელდება. ჩამოთვლილთაგან რომელი სამეანო ჩარევა უნდა იქნას ნაწარმოები აღნიშნულ სიტუაციაში?
ადრეულ ლოგინობის ხანაში საშვილოსნოდან დაწყებული ჰიპოტონური სისხლდენის გამო ნაწარმოები იქნა საშვილოსნოს ღრუში ხელით შესვლა და “მუშტზე” მასაჟი. პარალელურად რა უნდა გაუკეთდეს მელოგინეს ზემოხსენებული სამეანო ჩარევის ეფექტურობის გაზრდის მიზნით?
ადრეულ ლოგინობის ხანაში პაციენტს დაეწყო ჰიპოტონური სისხლდენა საშვილოსნოდან. ჩაუტარდა ადექვატური ეტაპობრივი ღონისძიებები საშვილსონოს ღრუში ხელით შესვლის და “მუშტზე” მასაჟის ჩათვლით. ხანმოკლე პაუზის შემდეგ სისხლოვანი გამონადენი კვლავ განახლდა. სისხლის საერთო დანაკარგმა ამ დროისთვის შეადგინა 1000-1200 მლ. ჩამოთვლილთაგან რომელი სამეანო ჩარევა უნდა იქნას წარმოებული დაუყონებლივ?
ადრეული ლოგინობის ხანა გართულდა ჰიპოტონური სისხლდენით, რომელმაც მიიღო არაკონტროლირებადი (მასიური) ხასიათი. სისხლის საერთო დანაკარგმა შეადგინა 1000-1200 მლ. მელოგინე მზადდება ურგენტული ლაპარატომიისთვის. როგორც დროებითი ღონისძიება, ნაწარმოები იქნა მუცლის აორტის მიჭყლეტა მუცლის წინა კედლიდან. ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელი ითვლება ასევე ქმედით, დროებით ღონისძიებად სისხლდენის შესაჩერებლად ლაპარატომიის წინ?
ადრეული ლოგინობის ხანის მასიური ჰიპოტონური სისხლდენის გამო კეთდება გადაუდებელი ლაპარატომია. სახეზეა თრომბოჰემორაგიული სინდრომის ბიოქიმიური და კლინიკური ნიშნები. ჩამოთვლილთაგან მართებულად უნდა ჩაითვალოს ოპეარციული ჩარევის შემდეგი მასშტაბი:
კლიტორის არეში დეფექტის დროს მისი მთლიანობის აღდგენისას აუცილებელია შემდეგი პირობის დაცვა:
რბილის სამშობიარო გზების დათვალიერებისას აღმოჩნდა შორისის ღრმა ჩახევა. რექტალური გასინჯვით სწორი ნაწლავის კედელი და სფინქტერი მთელი. შორისის რომელი ხარისხის ჩახევას აქვს ადგილი?
შორისის მესამე ხარისხის ჩახევის დროს შორისის მთლიანობის აღდგენა უნდა დაიწყოს:
ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელი იხმარება საშვილოსნოს ყელის ჩახევის ხარისხის დასადგენად?
ჩამოთვლილთაგან საშვილოსნოს ყელის რომელი ხარისხის ჩახევის დროს არის აუცილებელი ნაწარმოები იქნას საშვილოსნოს ღრუს ხელით რევიზია?
ჩამოთვლილთაგან რომელი გინეკოლოგიური გართულებაა უფრო მეტად მოსალოდნელი შორისის ჭრილობის არასრულფასოვანი გაკერვის შემთხვევებში?
ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს საშვილოსნოს გახევის ყველაზე ხშირ ლოკალიზაციას?
ჩამოთვლილთაგან რომელი სამეანო პათოლოგიისთვის უფროა დამახასიათებელი ცრუ ჭინთვები?
საშვილოსნოს ტეტანური შეკუმშვები წარმოადგენს საშვილოსნოს დაწყებითი გახევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სადიაგნოსტიკო ნიშანს. ჩამოთვლილთაგან კიდევ რომელი პათოლოგიისთვის არის დამახასიათებელი საშვილოსნოს ტეტანური შეკუმშვები?
ჩამოთვლილთაგან რა მასშტაბის ოპერაცია უნდა გაკეთდეს საშვილოსნოს დასრულებული გახევის შემთხვევაში?
მშობიარე აფორიაქებულია; ყვირის. სახე შეშინებული. ობიექტურად: საშვილოსნოს ქვედა სეგმენტი ძალზედ მტკივნეული და დაჭიმული; ვულვა შეშუპებული. საშვილოსნოს მიღებული აქვს ქვიშის საათის ფორმა. კონტრაქციული რგოლი ელევირებულია და მდებარეობს ირიბად. ნაყოფის გულისცემის მოსმენა გაძნელებულია. რომელ სამეანო პათოლოგიასთან გვაქვს საქმე?
საშოსმხრივი გასინჯვით და ექოსკანირებით ირკვევა, რომ საშვილოსნოს არასრულ გახევას მოყვა ინტრალიგამენტური ჰემატომის ჩამოყალიბება. ჩამოთვლილთაგან რა ლოკალიზაციის გახევისთვის უფროა დამახასიათებელი ინტრალიგამენტური ჰემატომის განვითარება?
მომყოლის პერიოდის აქტიური მართვის შემადგენელი კომპონენტებიდან რომელი მათგანია განკუთვნილი საშვილოსნოს პირუკუ გადმობრუნების საპროფილაქტიკოდ?
მომყოლის პერიოდში ჭიპლარის მკვეთრი მოქაჩვის და პარალელურად კრედეს წესით მომყოლის გამოჭყლეტვის მცდელობისას უეცრად მშობიარე გახდა ცუდად. აღენიშნება მწვავე ტკივილები მუცლის არეში, ტაქიკარდია, არტერიული წნევის შემცირება. კანი ფერმკრთალია. სასქესო ნაპრალიდან გამოჩრილია რბილი კონსისტენციის, წითელი ფერის სიმსივნური წარმონაქმნი, რომლის ქვედა პოლუსზე მიმაგრებულია პლაცენტა. მუცლის წინა კედლიდან საშვილოსნოს პალპირება ვერ ხერხდება. ჩამოთვლილთაგან რომელ სამეანო გართულებასთან გვაქვს საქმე?