QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

გინეკოლოგია

1957 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1121

ჩამოთვლილთაგან რომელი ითვლება შარდბუშტ-საშოს ფისტულის ჩამოყალიბების ყველაზე მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად?

1122

ჰემორაგიული შოკი ვითარდება სისხლის დანაკარგის დროს, რომლის მოცულობაა:

1123

მწვავე სისხლის დანაკარგის (700-1300 მლ) საწყის ეტაპზე ქალის ორგანიზმში ვითარდება კომპენსატორული რეაქცია, რაც მდგომარეობს სიმპატოადრენალური სისტემის აქტივაციაში კატექოლამინების გამოყოფით. ჩამოთვლილთაგან პულსის რა სახის ცვლილებებია ტიპიური ზემოხსენებული გარდაქმნების დროს?

1124

სამეანო სისხლდენის დროს კომპენსატორულად ხდება წყლის შეკავება ორგანიზმში და ინტერსტიციალური სითხის გადათავსება სისხლძარღვთა კალაპოტში. ჩამოთვლილთაგან რომელი ჰორმონის სეკრეციის გაზრდის მეშვეობით ხორციელდება ზემოხსენებული ცვლილებები?

1125

რომელი ჩამოთვლილი ნეიროენდოკრინული სინდრომებისგან წარმოადგენს უფრო სპეციფიურ გართულებას ქალებისთვის, რომლებმაც წინა მშობიარობის დროს გადაიტანეს მასიური სისხლდენა?

1126

ჰემორაგიული შოკის ინტენსიური მკურნალობის ეფექტურობის შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს დიურეზის მოცულობა. ჩამოთვლილთაგან დიურეზის რა ზღვრული მაჩვენებელია უფრო მართებული?

1127

ჰემორაგიული შოკის ინტენსიური მკურნალობის პროცესში ცირკულირებადი სისხლის მოცულობის აღდგენის, მიკროცირკულაციის გაუმჯობესების და ლაზიქსის მცირე დოზების შეყვანის მიუხედავად დიურეზის მოცულობა არ იზრდება. ამასთანავე სხვა კრიტერიუმების მიხედვით (TA, P, CVP, HB, HT, სისხლის შედედების დრო) აღინიშნება დადებითი დინამიკა. სისხლდენის შეჩერების მიზნით პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია: საშვილოსნოს ექსტირპაცია დანამატების გარეშე. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ გართულებაზე უნდა ვიფიქროთ შექმნილ სიტუაციაში?

1128

დადგენილია, რომ სისხლის დანაკარგის პროგრესირების პარალელურად ჰემოტრანსფუზიის მოცულობა უნდა აჭარბებდეს სისხლის დანაკარგის მოცულობას. ერთი და იგივე სისხლის დანაკარგის პირობებში ჰემოტრანსფუზიის ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა მოცულობა ჩაითვლება უფრო მართებულად?

1129

ჩამოთვლილთაგან რომელი სამეანო სიტუაციისთვის არ არის დამახასიათებელი თრომბოჰემორაგიული სინდრომის განვითარება?

1130

ქვემოთ ჩამოთვლილი გამოკვლევის მეთოდებიდან რომლის პრეროგატივას წარმოადგენს პლაცენტის მიხორცების კონკრეტული ფორმის (ACRETA, INCRETA, PERCRETA) დაზუსტება?

1131

საკეისრო კვეთის ოპერაციის რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობა ითვლება ნაკლებ საიმედოდ ოპერაციისშემდგომ პერიოდში ნაწიბურის არასრულფასოვნების განვითარების მაღალი რისკის გამო?

1132

კეთდება გადაუდებელი ლაპარატომია საშვილოსნოს დაწყებითი გახევის დიაგნოზით. სახეზეა პირველადი მშობიარე – 23 წლის. პირველი ორსულობა დასრულდა გვიანი თვითნებითი აბორტით 16-17 კვირის ორსულობის ვადაზე. ამჟამად უწყლო შუალედი შეადგენს 2 საათს. ინფექციის კლინიკური ნიშნები არ აღინიშნება. საოპერაციო არის დათვალიერებისას ქვედა სეგმენტში, მარცხნივ აღინიშნება ნახეთქი 2X3 სმ-ზე. ლოკალურად ქსოვილი ჩვეულებრივი ელფერის, ნადებების გარეშე. კიდეები სწორი. ჩამოთვლილთაგან რომელი სამეანო ჩარევა უნდა შეირჩეს მეანის მიერ?

1133

ქვემოთჩამოთვლილი რომელი მდგომარეობის დროს ვითარდება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია?

1134

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი არ მიეკუთვნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კლასიფიკაციის თანახმად ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესების ძირითად ფორმებს?

1135

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი განიხილება როგორც კიბოსწინა დაავადება?

1136

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი სიმპტომი არ არის დამახასიათებელი ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესების კლინიკისათვის?

1137

ენდომეტრიუმის კიბოს და ჰიპერპლაზიური პროცესების ავადობის ზრდა არ არის დაკავშირებული:

1138

ენდომეტრიუმის ატიპიური ჰიპერპლაზია ხშირად გარდაიქმნება კიბოში:

1139

ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელი სიმპტომი არ წარმოადგენს რეპროდუქციულ ასაკში ჰიპერპლაზიური პროცესების კლინიკურ გამოვლინებას?

1140

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია წარმოადგენს ენდომეტრიუმის ჯირკვლებისა და სტრომის მორფოლოგიურ ცვლილებას, რომელიც განპირობებულია:

განმარტებები