QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

გინეკოლოგია

1957 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1241

ჩამოთვლილთაგან, რას მოგვაგონებს ვიზუალურად საშვილოსნოს ყელის კიბოს ეკზოფიტური ფორმა?

1242

ჩამოთვლილთაგან, რა სახის ეპითელიუმით არის წარმოდგენილი საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის კიბოს ჰისტოლოგიური შენება?

1243

ჩამოთვლილთაგან, რა უჯრედული გენეზის არის საშვილოსნოს ყელის არხის კიბო?

1244

ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის რომელი პათოლოგია ითვლება კიბოსწინარე დაავადებად?

1245

ჩამოთვლილთაგან, რომელია საშვილოსნოს ყელის კიბოს წამყვანი კლინიკური სიმპტომი?

1246

ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის რომელ ნაწილში ლოკალიზდება პრეინვაზიური კიბო ახალგაზრდა ქალებში?

1247

ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის რომელ ნაწილში მდებარეობს საზ- ღვარი, მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმისა ცილინდრულ ეპითელიუმთან, ქალებში 50 წლის ზემოთ?

1248

45 წლის ქალმა მიმართა კლინიკას ჩივილით სისხლდენაზე კოიტუსის შემდეგ. სარკეებში დათვალიერებისას, საშვილოსნოს ყელის წინა ბაგეზე აღინიშნება ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი წარმონაქმნი, ხორკლიანი ზედაპირით, ზომით 1X1 სმ, შეხებით სისხლმდენი. ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის რომელი პათოლოგიაა ყველაზე უფრო სავარაუდო დიაგნოზი?

1249

45 წლის ქალს დაესვა საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბოს წინასწარი დიაგნოზი. ჩამოთვლილთაგან, გამოკვლევის რომელი მეთოდი დაადასტურებს ყველაზე მეტად დიაგნოზს?

1250

45 წლის ქალმა მიმართა კლინიკას ჩივილით სისხლდენაზე კოიტუსის შემდეგ. სარკეებში დათვალიერებისას, საშვილოსნოს ყელის წინა ბაგეზე აღინიშნება ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი წარმონაქმნი ხორკლიანი ზედაპირით, ზომით 1X1 სმ, შეხებით სისხლმდენი. დაესვა საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბოს დიაგნოზი. ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის კიბოს კლინიკურად გამოხატულ რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე?

1251

45 წლის ქალს დაესვა საშვილოსნოს ყელის კიბოს Iბ სტადიის დიაგნოზი. ჩამოთვლილთაგან, რა სახის მკურნალობას ჩაუტარებთ?

1252

45 წლის ქალს დაესვა საშვილოსნოს ყელის კიბოს Iბ სტადიის დიაგნოზი. ჩამოთვლილთაგან, განსაზღვრეთ ქირურგიული ჩარევის მასშტაბი:

1253

ჩამოთვლილთაგან, გამოკვლევის რომელი მეთოდით ხდება საშვილოსნოს ყელის პრეინვაზიური და ინვაზიური კიბოს დიაგნოზის დიფერენცირება?

1254

54 წლის ქალს ჩაუტარდა საშვილოსნოს ყელის ბიოფსია. ბიოპტატის ჰისტოლოგიური გამოკვლევით, აღმოჩნდა ბრტყელუჯრედოვანი გაურქოვანებელი კიბოს სურათი. სტრომაში ინვაზიის სიღრმეა 5 მმ. ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის კიბოს რომელ სტადიასთან გვაქვს საქმე?

1255

45 წლის ქალმა მიმართა გინეკოლოგს ჩივილით თეთრად შლაზე და სისხლიან გამონადენზე საშოდან. სარკეებში დათვალიერებისას, საშვილოსნოს ყელის წინა ბაგეზე აღმოჩნდა მკრთალი ფერის, გლუვი ზედაპირის მქონე უბანი, რამდენადმე ამობურცული გარშემომდებარე ქსოვილებისაგან და შეხებით ადვილად სისხლმდენი. ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის რომელი პა- თოლოგიაა ყველაზე უფრო სავარაუდო დიაგნოზი?

1256

45 წლის ქალს დაესვა საშვილოსნოს ყელის პრეინვაზიური კიბოს წინასწარი დიაგნოზი. ჩამოთვლილთაგან, გამოკვლევის რომელ მეთოდს ენიჭება ძირითადი როლი აღნიშნული პათოლოგიის დიაგნოსტიკაში?

1257

40 წლის ქალს დაესვა საშვილოსნოს ყელის პრეინვაზიური კიბოს დიაგნოზი. ჩამოთვლილთაგან, რა სახის მკურნალობას ჩაუტარებთ?

1258

35 წლის ქალს დაესვა საშვილოსნოს ყელის პრეინვაზიური კიბოს დიაგნოზი. ჩამოთვლილთაგან, განსაზღვრეთ ქირურგიული ჩარევის მასშტაბი:

1259

თუ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის დროს ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევისას აღმოჩნდა ატიპიური უჯრედები, ჩამოთვლილთაგან, რა იქნება თქვენი შემდგომი ქმედება?

1260

48 წლის ქალს კლინიკაში დაესვა საშვილოსნოს ყელის ბრტყელუჯრედოვანი ინვაზიური კიბოს დიაგნოზი. პროცესი გავრცელებულია საშოს ქვედა მესამედზე. მეტასტაზირების ხარისხის გამოკვლევისას, დადგენილია მარჯვენამხრივი ჰიდრონეფროზი. ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის კიბოს რომელ სტადიასთან გვაქვს საქმე?

განმარტებები