სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
გინეკოლოგია
48 წლის ქალს კლინიკაში დაესვა საშვილოსნოს ყელის კიბოს III ბ სტადიის დიაგნოზი. ჩამოთვლილთაგან, რა სახის მკურნალობას ჩაუტარებთ?
ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის კიბოს რომელი სტადიის დროს ტარდება სიმპტომური მკურნალობა?
ჩამოთვლილთაგან, მკურნალობის რა სახეებს მოიცავს საშვილოსნოს ყელის კიბოს თერაპიის კომბინირებული მეთოდი?
ჩამოთვლილთაგან, ქალის ცხოვრების რომელ პერიოდში ვითარდება ვულვის კრაუროზი და ლეიკოპლაკია?
63 წლის ქალმა მიმართა გინეკოლოგს ჩივილით ძლიერ ქავილზე ვულვის მიდამოში და ფსიქოემოციურ დარღვევებზე. ქავილი დაეწყო რამოდენიმე თვის წინ და თანდათანობით პროგრესირებს. გარეგანი გასინჯვით, მცირე და დიდი სასირცხო ბაგეები შეჭმუხნულია და ატროფირებული, საშოს კარიბჭე შევიწროებული და რიგიდულია. კანი ვულვის მიდამოში “სადაფისებური” შეფერილობისაა. ჩამოთვლილთაგან, ვულვის რომელი პათოლოგიაა ყველაზე უფრო სავარაუდო დიაგნოზი?
63 წლის ქალს, ანამნეზისა და ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, დაესვა ვულვის კრაუროზის წინასწარი დიაგნოზი. ჩამოთვლილთაგან, რომელი მეთოდით ვიწყებთ გამოკვლევას დიაგნოზის დაზუსტების მიზნით?
63 წლის ქალს კლინიკაში დაესვა ვულვის კრაუროზის დიაგნოზი. ჩამო- თვლილთაგან, რომელი მეთოდი არ გამოიყენება ვულვის კრაუროზის სამკურნალოდ?
ჩამოთვლილთაგან, ვულვის რომელი დაავადების დროს არის აუცილებელი ფსიქოთერაპიის ჩატარება?
ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის რომელი პათოლოგიაა კიბოსწინარე დაავადება?
ჩამოთვლილთაგან, რომელია საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დიაგნოსტიკის ყველაზე ინფორმატიული მეთოდი?
ჩამოთვლილთაგან, რომელია საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის ციტოლოგიური ექვივალენტი?
ჩამოთვლილთაგან, მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის რომელ შრეში აღინიშნება მორფოლოგიური ცვლილებები საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მძიმე ფორმის დროს?
ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის დაავადებების რომელ ჯგუფს მიეკუთვნება დისპლაზია?
ჩამოთვლილთაგან, რამდენ თვეში ერთხელ საჭიროებენ ავადმყოფები, დისპლაზიის მკურნალობის ჩატარების შემდეგ, კოლპოსკოპიურ და ციტოლოგიურ კონტროლს?
ჩამოთვლილთაგან, რა სახის ეპითელიუმით არის დაფარული საშვილოსნოს ყელის ფსევდოეროზია?
ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის ფონური პროცესების მკურნალობის რომელ მეთოდს ენიჭება უპირატესობა, როცა ადგილი აქვს საშვილოსნოს ყელზე გამოხატულ ანატომიურ ცვლილებებს (ძველი ჩახევები)?
ჩამოთვლილთაგან, მაქსიმუმ, რამდენ კვირას გრძელდება საშვილოსნოს ყელის ეროზიის მედიკამენტოზური მკურნალობა?
ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივ ნაწილზე, ცილინდრული ეპითელიუმის ექტოპიის რომელ სახეს ეწოდება ექტროპიონი?
ჩამოთვლილთაგან, რომელი არ მიეკუთვნება ფსევდოეროზიის მორფოლოგიურ ფორმებს?
43 წლის ქალმა მიმართა გინეკოლოგს პროფილაქტიკური გასინჯვისათვის. სარკეებში დათვალიერებით, საშვილოსნოს ყელის წინა ბაგეზე აღინიშნება უსწორმასწორო ფორმის, ღია წითელი, მოლურჯო ელფერით, ლაქა, ზომით 2X1 სმ, შეხებით ადვილად სისხლმდენი. ბიმანუალური გასინჯვით ცვლილებები არ აღინიშნება. ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის რომელი პა- თოლოგიაა ყველაზე უფრო სავარაუდო დიაგნოზი?