QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › ახალი გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ახალი გინეკოლოგია

490 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

381

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილია განმეორებითი მშობიარე, ჭინთვებში. ვაგინალური გასინჯვით ნაყოფის კეფა ბრუნდება დედის მარცხენა ბარძაყისაკენ. დაადგინეთ მუცლადმყოფი ნაყოფის პოზიცია:

382

საშოსმხრივი გასინჯვით დადგინდა, რომ ნაყოფის თვის წამყვანი წერტილი მდებარეობს სპინალური სიბრტყის მიმართ +5 დონეზე. ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯის ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან, რომელი აღწერს ნაყოფის თავის სწორ მდებარეობას?

383

ჰისტომორფოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ პლაცენტის ქორიონის ბუსუსები ნაწილობრივ ჩაზრდილია საშვილოსნოს კუნთოვან შრეში. ჩამოთვლილთაგან, რომელ დეფინიციას შეესაბამება აღწერილი მდგომარეობა?

384

ჩამოთვლილთაგან, რომელი პათოლოგიური მდგომარეობის არსებობაზე მიუთითებს ჭიპლარის არტერიაში სისხლის დინების რევერსული ტიპი?

385

ჩამოთვლილთაგან, რომელი არტერია უერთდება საშვილოსნოს არტერიის საკვერცხის ტოტს?

386

რეპროდუქციული ასაკის ქალის ორგანიზმში გამომუშავებული რომელი ჰორმონი ახდენს გავლენას ბაზალური ტემპერატურის ცვლილებაზე?

387

ქალთა კონსულტაციის ექიმს მიმართა ორსულმა G1P0, გესტაციურივდა 32კვ, რომელიც აღნიშნავს, რომ უკანასკნელი 2 დღეა ნაყოფის მოძრაობითი აქტივობა შემცირდა. ჩამოთვლილთაგან, ამ ეტაპზე რომელი კვლევის ჩატარება იქნება ინფორმაციული ყველაზემეტად?

388

ჩამოთვლილთაგან,რომელი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი ადასტურებს ყველაზე მეტად ნაყოფის ზრდის შეფერხების დიაგნოზს?

389

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ნიშნით ვლინდება მიომის სწრაფი ზრდა :

390

ქალთა კონსულტაციას მიმართა 40წლის ორსულმა, G1P0, გესტაციური ვადა 8კვირა, ორსულობა სასურველია, მაგრამ ორსულს სურს დანამდვილებით და რაც შეიძლება დროულად დაადგინოს, რომ ახალშობილს არ ექნება დაუნის სინდრომი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სურს ორსულობის შეწყვეტა. ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოსტიკური ტესტი დაეხმარება ორსულს გადაწყვეტილების მიღებაში?

391

ჩამოთვლილთაგან, რომელი ულტრასონოგრაფიული მარკერის საშუალებით არის შესაძლებელი ყველაზე ზუსტად გესტაციური ასაკის დადგენა?

392

შილერის ტესტის ჩატარებისას საშვილოსნოს ყელის დიდი ნაწილი შეიღება მუქ ყავისფრად, ხოლო მცირე უბანი დარჩა თეთრ ლაქად. ჩამოთვლილთაგან, რით არის გამოწვეული საშვილოსნოს ყელის ამ მცირე უბნის თეთრი შეფერილობა?

393

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის დაბადებიდან რამდენი წუთის გასვლის შემდეგ პლაცენტის გამოძევების არარსებობა წარმოადგენს პლაცენტის მოცილების და გამოძევების პათოლოგიის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს?

394

ჩამოთვლილთაგან, კვლევის რომელი მეთოდის საშუალებით არის შესაძლებელი ყველაზე ზუსტად ნაყოფის ზრდის შეფერხების ხარისხის დიაგნოსტირება?

395

ჩამოთვლილთაგან, რომელი წარმოადგენს დაკვირვების ყველაზე ეფექტურ მეთოდს მშორიარობის I პერიოდში?

396

ჩამოთვლილთაგან, ეპიზიოტომიის ჩვენებას წარმოდგენს ყველა,გარდა ერთისა:

397

მშობარობის II პერიოდის მართვის პრინციპებია ყველა,გარდა ერთისა:

398

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადაზე აღწევს hCGორსულობის ზღვრულ მინიმუმს?

399

ჩამოთვლილთაგან, რომელი წყაროს საშუალებით არის შესაძლებელი ყველაზე მარალი ხარისხის სარწმუნოების უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებების მოძიება?

400

ჩამოთვლილთაგან, რომელი ნიშანი არ არის დამახასიათებელი სუბმუკოზური მიომის კვანძისათვის?

განმარტებები