სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › ახალი გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ახალი გინეკოლოგია
ნაყოფის ერითრობლასტოზის დიაგნოსტირების დროს ჩამოთვლილთაგან, რა წარმოადგენს საშვილოსნოს შიდა ტრანსფუზიის წარმოების ჩვენებას?
ჩამოთვლილთაგან, გინეკოლოგიური პაციენტის ცხოვრების ანამნეზის შეკრება პირველ რიგში რომელი ინფორმაციის შეკრებით იწყება?
ჩამოთვლილთაგან, დიაგნოსტიკური კვლევის რომელი მეთოდის საშუალებით არის შესაძლებელი კვრცხასავლი მილის ფიმბრიალური ბოლოებიდან საშვილოსნოს ღრუში სითხის გადასვლის ვიზუალიზაცია?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ნაკერის საშუალებით უერთდება შუბლის ძვლები თხემის ძვლებს?
ჩამოთვლილთაგან, რა სახის ეპითელით არის ამოფენილი ენდოცერვიქსი?
ჩამოთვლილთაგან, მენჯის ღრუს რომელ ანატომიურ ორიენტირებს აერთებს დიაგონალური კონიუგატა?
ჩამოთვლილთაგან, როდის იწყება პარტოგრამის შევსება?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რა არის ინჰალაციური ანალგეზიის გვერდითი ეფექტი?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რა არის პარენტერალური ოპიოიდებით ანალგეზიის გვერდითი ეფექტი?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რას განაპირობებს მშობიარობისას ოპიოიდებით ანალგეზია?
ჩამოთვლილთაგან, რომელ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ულტრასონოგრაფიულად ორსულობის დიაგნოზის დადასტურება?
ჩამოთვლილთაგან, პრეეკლამფსიის დროს არტერიული წნევის რომელი მაჩვენებლი წარმოადგენს ქალასშიდა სისხლჩაქცევის გამომწვევ ფაქტორს?
17წლის ორსულს G1P0, გესტაციური ვადა 33კვირა, აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, არტერიული წნევა-165\100მმ.ვრცხ.სვ., პროტეინურია 3,0გ\ლ. ჩამოთვლილთაგან, ორსულისათვის რომელი მედიკამენტის მიცემა პირველ რიგში არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე?
ჩამოთვლილთაგან, მენჯის ღრუს რომელი დიამეტრი წარმოადგენს მენჯის ღრუს ყველაზე ნაკლებ ზომას?
ჩამოთვლილთაგან, რომელია ნაყოფის თავის მაქსიმალური ზომა?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს მძიმე პრეეკლამფსიის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მაჩვენებლის ასახვა აღარ გრძელდება პარტოგრამაზე მშობიარობის II პერიოდის განმავლობაში?
ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის რომელი წინმდებარეობა გვხვდება ყველაზე ხშირად?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორი უშლის ხელს ლეოპოლდის 4 წესით გასინჯვისას მიღებული შედეგების სწორედ ინტერპრეტირებას?
ჩამოთვლილთაგან, მშობიარობის რომელი პერიოდი იწყება საშვილოსნოს ყელის სრული გახსნით და მთავრდება მშობიარობით?