სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › ახალი გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ახალი გინეკოლოგია
ჩამოთვლილთაგან, რომელი მონაცემი მიუთითებს მშობიარობის პირველი პერიოდის ლატენტური ფაზის დასასრულზე?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ნაკერის საშუალებით უერთდება თხემის ძვლები ერთმანეთს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ანატომიური სტრუქტურის ჩახევა ვითარდება საშოს ქვედა მესამედის ჩახევასთან ერთად?
მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს ყელის სარკეებში დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ 3სთ-ის წერტილში, საშვილოსნოს ყელის გარეთა პირიდან შიგნითა პირის მიმართულებით აღინიშნება 1,5სმ-ის სიგრძის დეფექტი. ჩამოთვლილთაგან, როგორია თქვენი სავარაუდო დიაგნოზი?
ჩამოთვლილთაგან, რას უდრის ვაგინალურ ნაცხში მიკროორგანიზმების კონცენტრაცია ასიმპტომური ვულვოვაგინალური კანდიდოზის დროს?
კლინიკას მომართა 32წლის ქალმა, რომელიც უჩივის საშოდან დიდი რაოდენობით წყალ-წყალა, მორუხო ფერის გამონადენს, წვისა და ქავილის შეგრძნებას სასქესო ორგანოების მიდამოში. საშოს ნაცხის მიკროსკოპიით აღმოჩნდა Clue უჯრედები, ნაცხის Ph-5,2; ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზია ყველაზე სავარაუდო?
სარკეებში დათვალიერებისას, ვიზუალურად როგორი შესახედაობა აქვს საშვილოსნოს ყელს ტრიქომონადული ვაგინიტის დროს?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რასგანაპირობებსმშობიარობისას ეპიდურული ანესთეზია?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რა არის მშობიარობისას ეპიდურული ანესთეზიის გვერდითი ეფექტები?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, გაუტკივარების რომელი მეთოდის დროს არის აუცილებელი ნაყოფის გულისცემის მუდმივი ელექტრონული მონიტორინგი?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, გაუტკივარების რომელი მეთოდის დროს მატულობს ინსტრუმენტული საშოსმხრივი მშობიარობის სიხშირე?
ჩამოთვლილთაგან, კვლევის რომელი მეთოდის საშუალებით არის შესაძლებელი პაპილომავირუსის იდენტიფიცირება ყველაზე ზუსტად?
სუფთა პროგესტინულ კონტრაცეპტივებს შორის ჩამოთვლილთაგან, რომელს ახასიათებს ყველაზე მაღალი ეფექტურობა?
საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივის ჩადგმის დროს ჩამოთვლილთაგან, რომელი საშიში გართულების განვითარების რისკი არის მომატებული?
ჩამოთვლილთაგან, რა ეწოდება საშოს უკანა თაღიდან დუგლასის ფოსოში ნემსის შეყვანის გინეკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტიკური კვლევის პროცედურას?
ჩამოთვლილთაგან, რომელი დიზაინის სამეცნიერო კვლევების საშუალებიით არის შესაძლებელი ყველაზე მაღალი ხარისხის სარწმუნოების სამედიცინო მტკიცებულებების მიღება?
სამშობიარო ბლოკში 1400 შემოვიდა მშობიარე, ვაგინალური გასინჯვით საშვილოსნოს ყელი გახსნილი იყო 4სმ-ზე, რაც დოკუმენტირდა პარტოგრამაზე. ჩამოთვლილთაგან, რომელ საათზე უნდა იქნას განმეორებით შეფასებული საშვილოსნოს ყელის გახსნის ხარისხი?
მედიკამენტოზური პრეპარატის ეფექტურობის შეფასების მიზნით რანდომიზირებული კვლევის ჩატარებისას მკურნალობის მეთოდის შესახებ ინფორმაციის არ ფლობს პაციენტი და მკურნალი ექიმი. რანდომიზირებული კვლევის დაბრმავების რომელ ვარიანტს მიეკუთვნება ეს კვლევა?
ჩამოთვლილთაგან, მიუთითეთ მშობიარობის მეორე პერიოდის ნორმალური ხანგრძლივობა პირველმშობიარეში რეგიონული ანესთეზიის გარეშე:
ჩამოთვლილთაგან, მიუთითეთ მშობიარობის მეორე პერიოდის ნორმალური ხანგრძლივობა, განმეორებით მშობიარეში რეგიონული ანესთეზიის გარეშე: