სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › კერძო ქირურგია · შეცდომებზე მუშაობა
კერძო ქირურგია
ქოლანგიტისთვის არ არის დამახასიათებელი:
ქოლედოქოლითიაზის ფონზე განვითარებული ობსტრუქციული (მექანიკური) სიყვითლისთვის დამახასიათებელი არ არის:
მექანიკური სიყვითლის განვითარების მიზეზია:
ნაღვლის ბუშტი მდებარეობს:
კალოს სამკუთხედი იქმნება შემდეგი ანატომიური წარმონაქმნებისაგან:
სანაღვლე გზების დაავადებათა დიაგნოსტიკაში არ გამოიყენება:
რომელი დაავადების გამოვლინებაა `ქოლეცისტო-კარდიალური~ სინდრომი:
ავადმყოფს ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტის გამო უკეთდება ოპერაცია. ოპერაციის დროს ნანახი იქნა გაგანიერებული ნაღვლის საერთო სადინარი. ინტრაოპერაციულად რომელ გამოკვლევას თვლით საჭიროდ?
ავადმყოფს ქოლეცისტექტომიის შემდეგ 3-დღეში განუვითარდა სიყვითლე, ინტრაოპერაციულად გაკეთებული აქვს ქოლანგიოგრაფია, რომლითაც ნანახი არ იქნა პათოლოგია, სიყვითლის განვითარების ყველაზე შესაძლო მიზეზია?
45 წლის ქალს აწუხებს ყრუ ხასიათის ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ირადიაციით ბეჭში, გულისრევა. ულტრასონოგრაფიით დაუდგინდა ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობა. სანაღვლე გზები პათოლოგიური ცვლილებების გარეშეა. მკურნალობის რომელი მეთოდი უნდა შეირჩეს კონკრეტულად ამ შემთხვევისათვის?
რომელი დებულებაა მართებული ბილიოდიგესტიურ ფისტულასთან მიმართებაში?
65 წლის ქალი უჩივის მჭრელ-ჭვალისებრ, შეტევითი ხასიათის ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ირადიაციით მარჯვენა ბეჭში, გულისრევას, ღებინებას. ენა სველი, დაფარულია მოთეთრო ნადებით. მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოს პალპაციით აღინიშნება მკვეთრი მტკივნეულობა. დადებითია მერფის, ორტნერის და მებიუსის სიმპტომები. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
50 წლის ქალი უჩივის სიმძიმის შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელიც ძლიერდება ჭამის შენდეგ. არენეშნება მეტეორიზმი, ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ ფაღარათი, პირში სიმწარის შეგრძნება და გულძმარვა. ულტრასონოგრაფიით ღვიძლშიდა და ღვიძლგარეთა სანაღვლე სადინარების დილატაცია არ ვლინდება, ნაღვლის ბუშტი დეფორმულია, ღრუში ფიქსირდება ექოპოზიტიური სიგნალები. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
53 წლის ქალს დაუსვეს რეზიდუალური ქოლედოქოლითიაზის დიაგნოზი. მკურნალობის რომელ მეთოდს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი?
ქოლედოქის სტრიქტურის დროს, რომელსაც თან ახლავს ქოლანგიტისა და მექანიკური სიყვითლის კლინიკური სურათი, მკურნალობის საუკეთესო მეთოდია:
ქოლედოქოლითიაზის, სიყვითლისა და ქოლანგიტის დროს ავადმყოფი საჭიროებს:
რა ინტერვალით განვითარდება სიყვითლე, თუ ქოლეცისტექტომიის დროს შემთხვევით გადაიკვანძა ნაღვლის საერთო სადინარი?
ავადმყოფი უჩივის ძლიერი ინტენსივობის ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში, შემცივნებას, ტემპერატურის მომატებას 40-41 გრადუსამდე, კანისა და ხილული ლორწოვანი გარსებსი იქტერობას. გამოკვლევით აღინიშნება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოს მტკივნეულობა, მუცლის კუნთების გამოხატული დაჭიმულობა. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?
ღვიძლისმიერ სიყვითლეს იწვევს:
50 წლის ქალს აწუხებს მუდმივი ინტენსიური ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, რომელიც გადაეცემა მარჯვენა ბეჭში, გულისრევა, ღებინება, რომელიც არ აძლევს შვებას. აღნიშნული მოვლენები დაეწყო დიდი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. რამოდენიმე წელია პერიოდულად აღნიშნავს ყრუ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. პალპაციით მარჯვენა ფერდქვეშა არეში გამოხატულია კუნთთა უმნიშვნელო დაჭიმულობა და მტკივნეულობა. პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები უარყოფითია. პირველ რიგში რომელი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს პაციენტს?