სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › კერძო ქირურგია · შეცდომებზე მუშაობა
კერძო ქირურგია
48 წლის ქალს რამოდენიმე წელია აქვს ქრონიკული კენჭოვანი ქოლეცისტიტი. მეოთხე დღეა უჩივის ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, გამოიხატა სიყვითლე. შარდი მუქი ლუდისფერია. ულტრაბგერითი კვლევით სანაღვლე გზები დილატირებულია. ქოლედოქუსში ფატერის დვრილთან 1,0X1,0სმ ზომის კენჭის ჩრდილია. მკურნალობის რომელი მეთოდია მიზანშეწონილი?
62 წლის მამაკაცს აღენიშნება სიყვითლე, რომელიც განუვითარდა ერთ ღამეში. უჩივის ტკივილის არსებობას, ეპიგასტრიუმში, სიყვითლის მიზეზის დასადგენად პირველ რიგში რომელ გამოკვლევას გააკეთებდით?
50 წლის ქალს აწუხებს მუდმივი ინტენსიური ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, რომელიც გადაეცემა მარჯვენა ბეჭში, გულისრევა, ღებინება, რომელიც არ აძლევს შვებას. აღნიშნული მოვლენები დაეწყო დიდი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. რამოდენიმე წელია პერიოდულად აღნიშნავს ყრუ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. პალპაციით მარჯვენა ფერდქვეშა არეში გამოხატულია კუნთთა უმნიშვნელო დაჭიმულობა და მტკივნეულობა. პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები უარყოფითია. ულტრაბგერითი გამოკვლევით ნანახია ნაღვლის ბუშტში სხვადასხვა ზომის კენჭები, ნაღვლის საერთო სადინრის დიამეტრი 5მმ-ია. მკურნალობის რომელ მეთოდია ნაჩვენები?
45 წლის ქალს, რომელსაც რამოდენიმე წელია დადგენილი აქვს ქრონიკული კენჭოვანი ქოლეცისტიტის დიაგნოზი, რამოდენიმე დღეა აწუხებს ტკივილის გაძლიერება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. ამას თან დაერთო კანის და სკლერების სიყვითლე, მუქი მოწითალო ფერის შარდის და თეთრი ფერის განავლის არსებობა. მუცელი პალპაციით რბილია, მტკივნეულია მარჯვენა ფერდქვეშა მიდამო, პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები უარყოფითია. ულტრაბგერითი გამოკვლევით ნაღვლის ბუშტში ნანახია სხვადასხვა ზომის კენჭები. ღვიძლშიდა და ღვიძლგარეთა სანაღვლე გზები დილატირებულია. ნაღვლის საერთო სადინრის ტერმინალურ ნაწილში, ფატერის დვრილთან ფიქსირდება 1×0,7სმ ზომის კენჭის ჩრდილი. მკურნალობის რომელი მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული პირველ რიგში?
როგორც წესი, რომელი დაავადება არ იწვევს მექანიკურ სიყვითლეს?
სიყვითლის შემთხვევაში მისი მექანიკური გენეზის დასადგენად, რომელი გამოკვლევა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში?
ქოლეცისტექტომიის შემდგომი სიყვითლისა და ქოლედოქის რეზიდუალური კენჭის შემთხვევაში უმჯობესია:
54 წლის ქალს აწუხებს ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, გულისრევა, ღებინება, რომელიც არ იძლევა შვებას. აღნიშნული მოვლენები დაეწყო ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. რომელი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს პაციენტს უპირველეს ყოვლისა?
68 წლის ქალს რამოდენიმე დღეა აწუხებს ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. ასევე გამოიხატა კანის და სკლერების სიყვითლე. შარდი გაუმუქდა და განავალი თეთრი ფერის აქვს.წ არსულში დადგენილი აქვს ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობა. ულტრაბგერითი კვლევით სანაღვლე გზები დილატირებულია. სიყვითლის გენეზის დასადგენად უპირველესად რომელი კვლევა უნდა გაკეთდეს?
ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებისას უპირატესად და ყველაზე ხშირად კონკრემენტი სად ფიქსირდება?
49 წლის მამაკაცს აღენიშნება ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში და ეპიგასტრიუმში. გამოხატულია კანის და სკლერების სიყვითლე. ულტრაბგერითი კვლევით ღვიძლშიდა და ღვიძლგარეთა სანაღვლე გზები დილატირებულია. ნაღვლის საერთო სადინარში, ფატერის დვრილთან ფიქსირდება კონკრემენტი ზომით 0,8X0,8 სმ. მკურნალობის რომელი მეთოდს ენიჭება უპირატესობა?
ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადება იწვევს მექანიკურ სიყვითლეს?
ქოლეცისტექტომიიდან 24 საათში 50 წლის პაციენტ ქალს განუვითარდა შოკი, რომელი ტიპის შოკია უფრო მეტად სავარაუდო ?
ჩამოთვლილთაგან უპირატესად პანკრეასის რომელ დაავადებას ახასიათებს მექანიკური სიყვითლის განვითარება?
რომელია მართებული ბრონქოექტაზიურ დაავადებასთან მიმართებაში?
რომელი არ არის მართებული ფილტვის ექინოკოკთან მიმართებაში?
ფილტვის პერიფერიული კიბოს რომელი ფორმა არ არსებობს?
ფილტვის ცენტრალური კიბოს დიაგნოსტირებისათვის რომელი მეთოდია ყველაზე ნაკლებ ინფორმაციული?
რომელ დაავადებასთან არ უნდა გატარდეს დიფერენციალური დიაგნოზი ფილტვის კიბოს დროს?
რომელი ნიშანი არ არის დამახასიათებელი ფილტვის მწვავე აბსცესისთვის?