სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
დინამიური ობსტრუქციის ინტენსივობა შეიძლება გაზარდოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორმა, გარდა:
დინამიური ობსტრუქციის ინტენსივობა შეიძლება შეამციროს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორმა, გარდა:
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია:1) ხშირად სპორადულად ვითარდება;2) ზოგჯერ მემკვიდრული ხასიათისაა (აუტოსომურ-დომინანტური ტიპის);3). ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის შესაძლო კლინიკური ნიშნებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს ქოშინის მიზეზს წარმოადგენს:1) მარცხენა პარკუჭის დილატაცია და მისი კუმშვადი ფუნქციის დაქვეითება;2) მარცხენა პარკუჭის კედლების ელასტიურობის დაქვეითება;3). მარცხენა პარკუჭის დიასტოლური წნევის გაზრდა;4). მარცხენა წინაგულის წნევის გაზრდა.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს ეკგ-ზე შეიძლება გამოვლინდეს:1) მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები;2) მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები;3). ST სეგმენტის და T კბილის ცვლილებები; 4). Q კბილი (V1,V2 განხრებში).
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს გამოხატული Q კბილის (სეპტალურ განხრებში) მიზეზს წარმოადგენს:
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დიაგნოსტირებისთვის ყველაზე ნაკლებ ინფორმატიულია:
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მკურნალობისას გამოიყენება:1) ბეტა-ბლოკატორები; 2) კორდარონი; 3). დიზოპირამიდი;4). ბეტაადრენერგული აგონისტები.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს ობსტრუქციის გაზრდა შეიძლება გამოიწვიოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილმა პრეპარატებმა, გარდა:
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის შემთხვევაში უკუნაჩვენებია:1) ბეტა-ბლოკატორები; 2) საგულე გლიკოზიდები; 3). შარდმდენები; 4). კალციუმის ანტაგონისტები (ვერაპამილი); 5). ნიტრატები.
მართებულია შემდეგი მტკიცებანი: ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის:1) ქირურგიულმა მკურნალობამ (პარკუჭთაშუა ძგიდის მიოტომია/მიოექტომია) შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გააუმჯობესოს ავადმყოფის მდგომარეობა;2) ქირურგიულ მკურნალობა უკუნაჩვენებია 35 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის;3). ქირურგიულ მკურნალობას ახასიათებს დაბალი ლეტალობა;4). ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია მედიკამენტური მკურნალობისადმი რეზისტენტული, მკვეთრად გამოხატული ობსტრუქციის შემთხვევაში.
ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიისას სისტოლური შუილის ინტენსივობა მცირდება, როდესაც პაციენტი:
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ხასიათდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილით, გარდა:
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს ობსტრუქციის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს:
35 წლის ქალი უჩივის ტკივილს გულმკერდის არეში. ტკივილი ეპიზოდურია და ჩვეულებრივ, 10-15 წთ-ს გრძელდება. ზოგჯერ ტკივილი ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება, თუმცა ხანდახან მოსვენების დროსაც აღიძვრება. ტკივილი ირადიაციას არ განიცდის. პაციენტი არამწეველია და არტერიული წნევის მომატების ეპიზოდებს არ აღნიშნავს. ირკვევა, რომ პაციენტის ოჯახის 2 წევრი, 50 და 56 წლის ასაკში გარდაიცვალა გულის დაავადებით. ობიექტურად - არტერიული წნევა - 120/70 მმ.ვწყ.სვ., პულსი - 70. მწვერვალოს საძგერი გაძლიერებულია. მკერდის ძვლის მარცხენა კიდის გასწვრივ II-VI ნეკნთაშუა სივრცეში მოისმინება სისტოლური შუილი. შუილის ინტენსივობა იზრდება პაციენტის ფეხზე დგომისას. ეკგ-ზე აღინიშნება S-T სეგმენტის და T კბილის არასპეციფიური ცვლილებები.სავარაუდო დიაგნოზია:
35 წლის ქალი უჩივის ტკივილს გულმკერდის არეში. ტკივილი ეპიზოდურია და ჩვეულებრივ, 10-15 წთ-ს გრძელდება. ზოგჯერ ტკივილი ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება, თუმცა ხანდახან მოსვენების დროსაც აღიძვრება. ტკივილი ირადიაციას არ განიცდის. პაციენტი არამწეველია და არტერიული წნევის მომატების ეპიზოდებს არ აღნიშნავს. ირკვევა, რომ პაციენტის ოჯახის 2 წევრი 50 და 56 წლის ასაკში გარდაიცვალა გულის დაავადებით. ობიექტურად - არტერიული წნევა - 120/70 მმ.ვწყ.სვ, პულსი - 70. მწვერვალოს საძგერი გაძლიერებულია. მკერდის ძვილს მარცხენა კიდის გასწვრივ II- VI ნეკნთაშუა სივრცეში მოისმინება სისტოლური შუილი. შუილის ინტენსივობა იზრდება პაციენტის ფეხზე დგომისას. ეკგ-ზე აღინიშნება S-T სეგმენტის და T კბილის არასპეციფიური ცვლილებები.რომელი დიაგნოსტიკური პროცედურაა ყველაზე მეტად ნაჩვენები:
მართებულია შემდეგი მტკიცებანი:1) მიოკარდიტი - მიოკარდიუმის ანთებაა;2) მიოკარდიტის დროს აღინიშნება მიოკარდიუმის, მხოლოდ, დიფუზური დაზიანება;3). მიოკარდიტის დროს აღინიშნება მიოკარდიუმის, მხოლოდ, ფოკალური დაზიანება;4). მიოკარდიტის დროს შეიძლება აღინიშნოს მიოკარდიუმის დიფუზური ან ფოკალური დაზიანება.
განასხვავებენ შემდეგი სახის მიოკარდიტებს:1) ინფექციურს; 2) ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეულს; 3). რადიაციულს; 4). ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეულს; 5). წამლისმიერს.
ინფექციურ მიოკარდიტებს მიეკუთვნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა: